საბა ფურცელაძე
Aa
Aa

ასტანას ჩელენჯერი - საბა ფურცელაძე ფინალში დამარცხდა

ასტანას ჩელენჯერის ფინალში საბა ფურცელაძე ბულგარელ დიმიტარ კუზმანოვს დაუპირისპირდა და სამწუხაროდ 2 სეტში 4:6 3:6 დამარცხდა.

პირველ სეტში ჩოგბურთელები საკუთარ ჩაწოდებაზე არადამაჯერებლად თამაშობდნენ. პირველივე გეიმში საბამ ბრეიკი შეასრულა, თუმცა შემდეგ უმალ თავისი ჩაწოდება დათმო და წონასწორობა აღდგა.

მეექვსე გეიმში ბულგარელმა ფურცელაძის ჩაწოდება მოიგო და წინ გავიდა, თუმცა, როდესაც სეტზე აწვდიდა დაბრეიკდა. სამწუხაროდ, საბამ წონასწორობა ვერ აღადგინა და შესრულებული ბრეიკის შემდეგ, თავისი ჩაწოდება დათმო.

მეორე სეტი ბულგარელმა აქტიურად დაიწყო და მეორე გეიმში ბრეიკი შეასრულა. საბა ბევრს იბრძოდა, თუმცა არაფერი გამოუვიდა. მეხუთე გეიმში 4 მატჩი პოინტი გადაარჩინა. მეცხრე გეიმში ასევე 2 მატჩი პოინტი გადაარჩინა, მაგრამ ბრეიკი ვერ შეასრულა და ფინალი წააგო.

შეგახსენებთ, რომ ასტანას ჩელენჯერზე კიდევ ერთი ქართველი ჩოგბურთელი ალექსანდრე ბაკში მონაწილეობდა, რომელმაც ნახევარფინალამდე გააღწია. ნახევარფინალში კი სწორედ დიმიტარ კუზმანოვთან დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
დაბრუნდა და დუბლი შეასრულა - ბუდუმ ჰოფენჰაიმი არ დაინდო
დაბრუნდა და დუბლი შეასრულა - ბუდუმ ჰოფენჰაიმი არ დაინდო