ლევანტე, გიორგი ქოჩორაშვილი
Aa
Aa

ლევანტეს ოფიციალური გვერდი: “რომელი ქართული კერძი გავსინჯო?“

მას შემდეგ, რაც გიორგი ქოჩორაშვილმა ევრო 2024-ზე თავი გამოიჩინა, ლევანტეს ოფიციალური ფეისბუქ გვერდი ხშირად აქვეყნებს ქართულ პოსტებს.

მაგალითად დღეს ესპანური კლუბის სოციალური გვერდის მენეჯერმა ხავიმ ქართულ სამზარეულოზე დაწერა.

„მეგობრებო, მომდევნო კვირაში პირველად უნდა გავეცნო თქვენს ცნობილ სამზარეულოს. რომელი კერძები გავსინჯო? კომენტარებში დამიწერეთ რეკომენდაციები. ერთი სული მაქვს! შთაბეჭდილებებს გაგიზიარებთ!“

შეგახსენებთ, რომ გუშინ ავტორიტეტულმა ესპანურმა გამოცემა MARCA-მ ქოჩორაშვილის მომავლის შესახებ დაწერა.

წყაროს ცნობით, ქართველი ფეხბურთელის გადაბირებით რამდენიმე კლუბია დაინტერესებული.

CrystalSport-ის ინფორმაციით, ქოჩორაშვილის გადაბირება ვილიარეალს სურს. მას ასევე საფრანგეთიდანაც აქვს შეთავაზებები. გიორგის ტრანსფერით ტულუზა ინტერესდება.

 

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ლობჟანიძის 2 საგოლე პასი - ატლანტა პლეი-ოფის ზონაში შევიდა
ლობჟანიძის 2 საგოლე პასი - ატლანტა პლეი-ოფის ზონაში შევიდა