ტომ ქლევერლი
Aa
Aa

ქლევერლი: “ჩაკვეტაძეს მოუთმენლად ველოდები“

უოტფორდი წინასასეზონო მოსამზადებელ პერიოდს აგრძელებს და მორიგი მატჩი გილინგემის წინააღმდეგ გამართა, რომელშიც 0:2 დამარცხდა.

ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ აღნიშნულ დაპირისპირებაში მონაწილეობას გიორგი ჩაკვეტაძე მიიღებდა, თუმცა ის მინდორზე ვერ ვიხილეთ.

მატჩს დასრულების შემდეგ, უოტფორდის მთავარი მწვრთნელი ტომ კლევერლი გუნდის ოფიციალურ ვებ-გვერდს ესაუბრა და ჩაკვეტაძეზე კომენტარი გააკეთა.

ქლევერლი:

„ის კიდევ ერთი ფეხბურთელია, რომელიც ამ კვირაში შემოგვიერთდა. ჩემთვის გულდასაწყვეტია, რომ მოსამზადებელი ეტაპის დაწყების შემდეგ, ჩაკვეტაძე ხშირად ვერ ვნახე. მოუთმენლად ველოდები მის პირველ წუთებზე მოსამზადებელ პერიოდში. განსაკუთრებით იმ შესანიშნავი ფორმის შემდეგ, რაც მან ევრო 2024-ზე აჩვენა.“

შეგახსენებთ, რომ გიორგი ჩაკვეტაძე ინგლისურ კლუბს გასული სეზონის დასაწყისში შეუერთდა. დღემდე ყველა ტურნირზე ერთად უოტფორდის შემადგენლობაში 37 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 1 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ლობჟანიძის 2 საგოლე პასი - ატლანტა პლეი-ოფის ზონაში შევიდა
ლობჟანიძის 2 საგოლე პასი - ატლანტა პლეი-ოფის ზონაში შევიდა