ლიონი, გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

შვებულება დაასრულა - მიქაუტაძემ ვარჯიში განაახლა

როგორც მოგეხსენებათ, გიორგი მიქაუტაძე კარიერას ლიონში აგრძელებს. ქართველი ფეხბურთელი ევრო 2024-ზე ერთ-ერთი გამორჩეული იყო. 3 გოლით და 1 საგოლე გადაცემით ტურნირის თანაბომბარდირი გახდა.

ლიონში ტრანსფერის ოფიციალურად გამოცხადების შემდეგ, მიქაუტაძემ შვებულება შეწყვიტა და ინდივიდუალური ვარჯიში დაიწყო. მას სურს, რომ ძირითად შემადგენლობაში გარანტირებული ადგილი ჰქონდეს და ამისთვის თავს არ ზოგავს.

თანაც ცნობილია, რომ ალექსანდრ ლაკაზეტი წინასასეზონო მომზადებას გამოტოვებს, რადგან საფრანგეთის ნაკრებთან ერთად ოლიმპიადაზე ითამაშებს.

შეგახსენებთ, რომ მიქაუტაძის ტრანსფერი საკმაოდ გაიწელა. თავდაპირველად ჯვაროსნების თავდამსხმელი მონაკოში მიდიოდა, თუმცა ტრანსფერი თავად გიორგიმ ჩაშალა და გეზი ლიონისკენ აიღო.

ფრანგულმა გუნდმა ქართველი ფეხბურთელის სანაცვლოდ 18 მილიონი ევრო გადაიხადა და 5-წლიანი კონტრაქტი გაუფორმა.

ცნობისთვის, საფრანგეთის ლიგა 1 თვრამეტ აგვისტოს დაიწყება და ლიონი პირველ ტურში რენს ესტუმრება. იქამდე კი 3 ამხანაგურ მატჩს სენტ პაულის, ტორინოს და უნიონ ბერლინის წინააღმდეგ გამართავს. ასევე დაგეგმილია ემირატების თასზე არსენალთან თამაში.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლობჟანიძის 2 საგოლე პასი - ატლანტა პლეი-ოფის ზონაში შევიდა
ლობჟანიძის 2 საგოლე პასი - ატლანტა პლეი-ოფის ზონაში შევიდა