ბუდუ ზივზივაძე, კარლსრუე
Aa
Aa

დაბრუნდა და დუბლი შეასრულა - ბუდუმ ჰოფენჰაიმი არ დაინდო

ნელ-ნელა ევროპულმა გუნდებმა წინასასეზონო მომზადება დაიწყეს. გამონაკლისი არც კარლსრუეა, რომელიც ბუნდესლიგის წარმომადგენელს ჰოფენჰაიმს ამხანაგურ მატჩში დაუპირისპირდა და 4:1 გაანადგურა.

ბუდუ ზივზივაძე ძირითად შემადგენლობაში მოგვევლინა. ქართველმა თავდამსხმელმა ევრო 2024-ის შემდეგ პირველად ითამაშა და საკმაოდ ნაყოფიერი მატჩი ჰქონდა.

21-ე წუთზე კარლსრუე უკვე 1:0-ს იგებდა და ზივზივაძემ სხვაობა თავური დარტყმით ორამდე გაზარდა. ტაიმის მიწურულს, 42-ე წუთზე ბუდუმ კიდევ ერთხელ გაისროლა და 3:1 დააფიქსირა.

იქიდან გამომდინარე, რომ ამხანაგური მატჩი იყო და ზივზივაძე შესვენების შემდეგ პირველ შეხვედრაში იღებდა მონაწილეობას, მწვრთნელმა ის შესვენებაზე შეცვალა.

ცნობისთვის, კარლსრუე მორიგ ამხანაგურ მატჩს 27 ივლისს სტრასბურგის წინააღმდეგ გამართავს. აღნიშნული დაპირისპირება თბილისის დროით 17:30-დან დაიწყება. ასევე გეტყვით, გერმანიის ბუნდესლიგა 2 სამ აგვისტოს დაიწყება და კარლსრუეს პირველი მოწინააღმდეგე ნიურნბერგი იქნება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ლობჟანიძის 2 საგოლე პასი - ატლანტა პლეი-ოფის ზონაში შევიდა
ლობჟანიძის 2 საგოლე პასი - ატლანტა პლეი-ოფის ზონაში შევიდა