ლებრონ ჯეიმსი, მარიალ შაიოკი, კარლიკ ჯონსი
Aa
Aa

სენსაციასთან ძალიან ახლოს: სამხრეთ სუდანმა აშშ-ს სამი პერიოდი მოუგო

კალათბურთში, აშშ-ის ეროვნული ნაკრები სამხრეთ სუდანთან სენსაციურად მარცხდებოდა, თუმცა საბოლოოდ 1-ქულიანი უპირატესობით, 101:100 გაიმარჯვა. აღსანიშნავია რომ სამხრეთ სუდანელებმა ამერიკელებს 4-დან 3 პერიოდი მოუგეს, რაც უდიდესი მოულოდნელობაა.

პირველი პერიოდი აშშ-მ 24:26 დათმო, მეორე პერიოდი - 20:32. მესამე პერიოდი ამერიკელთა დამაჯერებელი მოგებით, 37:18 დასრულდა. მესამე პერიოდის შემდეგ იყო მოლოდინი, რომ აშშ თამაშს გამარჯვებამდე ადვილად მიიყვანდა, თუმცა ბოლო პერიოდი ძალიან დაძაბული გამოვიდა, აშშ-მ მეოთხე პერიოდი 20:24 დათმო და საბოლოო ანგარიშში მხოლოდ 1 ქულით გაიმარჯვა - 101:100.

აშშ-დან ყველაზე შედეგიანი ლებრონ ჯეიმსი იყო, 23 ქულა ჩააგდო, 4 მოხსნა და 6 პასი შეასრულა. ჯეი თი ტორის ანგარიშზე 14 ქულაა.

სამხრეთ სუდანიდან ყველაზე შედეგიანი მარიალ შაიოკი იყო, რომელმაც 28 წუთში 25 ქულა ჩააგდო. კერლინ ჯონსის აქტივში სამმაგი დუბლია, 15 ქულით, 11 მოხსნით, 11 პასითა და 2 ჩაჭრით დაეხმარა გუნდს.


მსგავსი სიახლეები