შედარება: 21 წლის ალკარასი 21 წლის ნადალის წინააღმდეგ
თანამედროვე ჩოგბურთში კარლოს ალკარასს რაფაელ ნადალის მემკვიდრეს ეძახიან. 21 წლის ესპანელმა თავისი სუპერ თამაშით მთელი მსოფლიო აალაპარაკა.
ამას მისი ტიტულებიც მოწმობს. მაგალითად, წელს კარლოსმა დიდი სლემის ორი ტურნირი მოიგო. როლან გაროსი და უიმბლდონი. ეს უკანასკნელი კი ზედიზედ მეორედ მოიგო, თანაც ორივე შემთხვევაში ნოვაკ ჯოკოვიჩი დაამარცხა. ჯამში ალკარასს, 21 წლის ასაკში უკვე 4 დიდი სლემი დაუგროვდა.
აქედან გამომდინარე, მას ნადალის მემკვიდრეობას ტყუილად არ აბრალებენ, რადგან 21 წლის ასაკში თავად ნადალიც დიდებულ ჩოგბურთს თამაშობდა და ტიტულს ტიტულზე იგებდა.
სტატისტიკა კი საკმაოდ საკამათოა. დღევანდელ სტატიაში მოგიყვებით, თუ რა სტატისტიკა ჰქონდა ნადალს 21 წლის ასაკში და როგორი აქვს ახლა ალკარასს.
ნადალი
კარიერული ტიტულები - 26
რეიტინგის პირველი ნომერი კვირების მიხედვით - 0
მასტერსები - 11
სლემის ფინალები - 5
მოგებული სლემი - 3
ალკარასი
კარიერული ტიტულები - 15
რეიტინგის პირველი ნომერი კვირების მიხედვით - 36
მასტერსები - 5
სლემების ფინალები - 4
მოგებული სლემი - 4
როგორც ხედავთ, კარლოს ალკარასმა დიდი სლემის 4 ფინალში მიიღო მონაწილეობა და ოთხივე მოიგო, განსხვავებით ნადალისგან. 21 წლის ჩოგბურთელის უპირატესობად ისიც შეგვიძლია მივიჩნიოთ, რომ ასეთ ასაკში ATP რეიტინგის სათავეში 36 კვირა გაატარა, ხოლო ნადალმა არცერთი. რაფაელს უპირატესობას მასტერსები და მოგებული ტიტულების რაოდენობა აძლევს.
რა თქმა უნდა, ძალიან რთულია იმის თქმა, თუ რომელი ჯობს/ჯობდა 21 წლის ასაკში და გადაწყვეტილების მიღება თქვენთვის მოგვინდვია. ქვემოთ მოცემულ გამოკითხვაში დააფიქსირეთ თქვენი აზრი, თუ რომელი გირჩევნიათ 21 წლის ასაკში.