ხვიჩა კვარაცხელია, ვიქტორ ოსიმენი
Aa
Aa

ნაპოლის გამარჯვება ამხანაგურ მატჩში - ოსიმენმა არ ითამაშა

ნაპოლი წინასასეზონო მომზადებას აგრძელებს. ანტონიო კონტეს გუნდმა მორიგი ამხანაგური მატჩი მანტოვასთან გამართა და მარტივად 3:0 დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ სამივე გოლი მატჩის პირველ ტაიმში გავიდა. მე-4 წუთზე თავი ლინდსტრომმა გამოიჩინა, მე-11 წუთზე სპინაცოლამ, ხოლო მე-17 წუთზე ჩედირამ.

ძირითადი შემადგენლობა კი ასეთი იყო:

კაპრილი, რაფა მარინი, რაჰმანი, ნათანი, მაზოკი, ლაჩარინო, ანგისა, სპინაცოლა, პოლიტანო, ლინდსტრომი, ჩედირა.

უახლოეს პერიოდში ნაპოლი კიდევ 3 ამხანაგურ მატჩს გამართავს. პარტენოპეი 28 ივლისს ეგნატიას დაუპირისპირდება, 31 ივლისს ბრესტს, ხოლო 3 აგვისტოს ჟირონას.

ცნობისთვის, მატჩის მიმდინარეობისას ოსიმენი სტადიონზე იმყოფებოდა, მაგრამ არ უთამაშია. CalcioNapoli24 ვარაუდობს, რომ ამის მიზეზი მის სატრანსფერო მომავალთან დაკავშირებული გაურკვევლობაა.

შეგახსენებთ, რომ ნიგერიელ თავდამსხმელს პრემიერ ლიგაში სურს თამაში, თუმცა შეთავაზება მხოლოდ საფრანგეთიდან აქვს, კონკრეტულად კი პარი სენ ჟერმენიდან.

ასევე, ვიქტორ ოსიმენის გადაბირება საუდის არაბეთის წარმომადგენლებს სურთ, მაგრამ თავად ფეხბურთელს ევროპის დატოვება არ სურს.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
მაგარი ამბავი: პარკაძე ბაიერნის პირველ გუნდთან ერთად ვარჯიშობს
მაგარი ამბავი: პარკაძე ბაიერნის პირველ გუნდთან ერთად ვარჯიშობს