გიორგი ქოჩორაშვილი
Aa
Aa

5 მილიონი და ძალიან დიდი ინტერესი - სად წავა ქოჩორაშვილი?

ესპანური MARCA-ს ცნობით, გიორგი ქოჩორაშვილის ტრანსფერთან დაკავშირებით რამდენიმე კლუბმა ინტერესი გამოხატა. დაინტერესებული კლუბები ცდილობენ, რომ „ლევანტესთან’’ შეთანხმებას მიაღწიონ. ფეხბურთელის საწყისი ფასი 5 მილიონი ევროა, თუმცა შესაძლოა სატრანსფერო თანხა გაიზარდოს. „ლევანტე’’ ქართველ ნახევარმცველთან დაკავშირებით წინადადებებს იღებს და კლუბში იმედოვნებენ, რომ მოლაპარაკებები განვითარდება.

მიმდინარე ზაფხულში ქოჩორაშვილი „ვილიარეალს'', „ლაციოსა'' და „ტორინოს'' დაუკავშირეს. CrystalSport-ის ინფორმაციით, ფეხბურთელის მიმართ ძალიან დიდი ინტერესია, ერთ-ერთ ვარიანტად „ვილიარეალი'' რჩება. ასევე გეტყვით, რომ ქოჩორაშვილის მიმართ ინტერესი საფრანგეთის ლიგა 1-ის „ტულუზამ'' და ბელგიურმა „ანდერლეხტმა'' გამოხატეს, თუმცა უდიდესი ალბათობით მას ტოპ 5 ჩემპიონატში ვიხილავთ.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელს „ლევანტესთან“ კონტრაქტი 2027 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს. Transfermarkt-ის მიხედვით, მისი ღირებულება 2.5 მილიონი ევროა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები