ბორჯღალოსნების მწვრთნელი: “გამოჩნდა, რომ ბევრად დიდი პოტენციალი გვაქვს“
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ზაფხულის ტესტ-მატჩების სერია დაასრულა. ბორჯღალოსნები სიდნეიში ავსტრალიას დაუპირისპირდნენ და 29:40 დამარცხდნენ. წაგების მიუხედავად, საქართველომ კარგად ითამაშა და გულშემატკივრებს გამართული რაგბით დაამახსოვრეს თავი.
მატჩს დასრულების შემდეგ, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რიჩარდ კოკერილმა მორაგბეებს მიმართა.
კოკერილი
„წაგებით არ უნდა ვიყოთ კმაყოფილი, მაგრამ ჩვენი თამაშით უნდა ვიამაყოთ. გამუდმებით ბრძოლაში ვიყავით. ასევე იმით უნდა ვამაყობდეთ, თუ რა თამაში ვაჩვენეთ დღეს მოედანზე. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, საუკეთესო რამ, რაც გამოჩნდა ის არის, რომ ბევრად დიდი პოტენციალი გვაქვს და ბევრად უფრო მეტი შეგვიძლია.“
შეგახსენებთ, რომ ივლისის ტესტ-მატჩების სერია საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ბათუმში ფიჯელებთან (12:21) მარცხით დაიწყო, რასაც სტუმრად იაპონელების (23:25) ძლევა მოჰყვა, დღეს კი სერია ავსტრალიელებთან წაგებით დასრულდა.