სულაბერიძის ორმაგი დუბლი - საქართველომ სლოვაკეთს მოუგო (U20)
კალათბურთში, B დივიზიონის 20-წლამდელთა შორის მე-5 ადგილისთვის ნახევარფინალში საქართველომ სლოვაკეთს 7 ქულით, 78:72 მოუგო.
გიორგი სულაბერიძემ 38 წუთსა და 20 წამში 24 ქულა ჩააგდო და 12 მოხსნა შეასრულა. ორმაგი დუბლის შესრულების გარდა მის აქტივში 2 პასია. გიორგი ოჩხიკიძე, რომელმაც 28 წუთი და 21 წამი ითამაშა, 23 ქულით, 3 პასით, 3 ჩაჭრითა და 3 მოხსნით დაეხმარა გუნდს. ლუკა ალავიძის აქტივში 9 ქულა, 3 მოხსნა და 7 პასია.
მეორე ნახევარფინალში პორტუგალია უნგრეთთან 55:82 დამარცხდა. მე-5 ადგილისთვის მატჩში უნგრეთი-საქართველო 21 ივლისს, 16 საათსა და 30 წუთზე დაიწყება.