დავით ნინიაშვილი
Aa
Aa

დავით ნინიაშვილი: “რაღაცებში გაგვიმართლა, რაღაცებში არ გაგვიმართლა“

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ზაფხულის ტესტ-მატჩების სერია დაასრულა. ბორჯღალოსნები სიდნეიში ავსტრალიას დაუპირისპირდნენ და 29:40 დამარცხდნენ. წაგების მიუხედავად, საქართველომ კარგად ითამაშა და გულშემატკივრებს გამართული რაგბით დაამახსოვრეს თავი.

მატჩს დასრულების შემდეგ, დავით ნინიაშვილმა კომენტარი გააკეთა.

ნინიაშვილი:

„ვხვეწავთ ყველაფერს. რა თქმა უნდა, დღეს რაღაცებში არ გაგვიმართლა, რადგან ბოლო მომენტში ცვლილების განხორციელება მოგვიწია. სამწუხაროდ, გუნდს სანდრო თოდუა ვერ დაეხმარა და ვარჯიშზე ბექა გორგაძე დაიმტვრა. აქედან გამომდინარე, ყველაფერი რთული იყო. მიუხედავად ამისა, მოედანზე გავედით და ყველაფერი დავდეთ. რაღაცებში გაგვიმართლა, რაღაცებში არ გაგვიმართლა.“

შეგახსენებთ, რომ ივლისის ტესტ-მატჩების სერია საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ბათუმში ფიჯელებთან (12:21) მარცხით დაიწყო, რასაც სტუმრად იაპონელების (23:25) ძლევა მოჰყვა, დღეს კი სერია ავსტრალიელებთან წაგებით დასრულდა.


მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
The Guardian: საქართელო განვითარებისთვის მეტ ტესტმაჩს იმსახურებს
The Guardian: საქართელო განვითარებისთვის მეტ ტესტმაჩს იმსახურებს