თედო აბჟანდაძე
Aa
Aa

“მეორე ტაიმში მოგება შეგვეძლო“ - აბჟანდაძე ავსტრალიასთან მატჩის შემდეგ

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ზაფხულის ტესტ-მატჩების სერია დაასრულა. ბორჯღალოსნები სიდნეიში ავსტრალიას დაუპირისპირდნენ და 29:40 დამარცხდნენ. წაგების მიუხედავად, საქართველომ კარგად ითამაშა და გულშემატკივრებს გამართული რაგბით დაამახსოვრეს თავი.

მატჩს დასრულების შემდეგ, ქართველი მორაგბე თედო აბჟანდაძე ავსტრალიურ მედიას ესაუბრა და მატჩი შეაფასა.

აბჟანდაძე:

„მეორე ტაიმი დიდებულად დავიწყეთ და საერთო ჯამში შთამბეჭდავი გამოვიდა. ზედიზედ ორი ლელო დავდეთ და მატჩში დავბრუნდით. პირველ ტაიმში უხეში შეცდომები დავუშვით, რითიც ავსტრალიამ ისარგებლა და ყველაფერი ძვირად დაგვიჯდა.

საბოლოო ჯამში ჩვენთვის კარგი გამოცდილება იყო. ავსტრალიაში სტუმრად პირველად ვითამაშეთ და მაქსიმალურად ვეცადეთ, რომ საუკეთესოდ გვეთამაშა. გვინდა მსოფლიოს ვაჩვენოთ, რომ ტიერ ერთის ქვეყნებთან კარგად თამაში და მათთან გამარჯვება შეგვიძლია. რეალურად, მეორე ტაიმში მოგება შეგვეძლო, თუმცა შექმნილი შანსები ვერ გამოვიყენეთ. ამ კომპონენტს შემდეგ მატჩებში გამოვასწორებთ.“

შეგახსენებთ, რომ ივლისის ტესტ-მატჩების სერია საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ბათუმში ფიჯელებთან (12:21) მარცხით დაიწყო, რასაც სტუმრად იაპონელების (23:25) ძლევა მოჰყვა, დღეს კი სერია ავსტრალიელებთან წაგებით დასრულდა.


მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
The Guardian: საქართელო განვითარებისთვის მეტ ტესტმაჩს იმსახურებს
The Guardian: საქართელო განვითარებისთვის მეტ ტესტმაჩს იმსახურებს