ევრო 2024 | მიულდურის საქართველოს კარში გატანილი გოლი საუკეთესოდ დასახელდა
ევრო 2024 დასრულდა, რომელიც ესპანეთის ნაკრებმა მოიგო. ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა საკმაოდ დიდი კვალი დატოვა.
ბრწყინვალე იყო გიორგი მამარდაშვილი, რომელმაც ყველაზე მეტი მოგერიება შეასრულა, თუმცა უეფა-მ სიმბოლურ გუნდში არ შეიყვანა.
სულ ცოტა ხნის წინ კი ცნობილი გახდა, რომ ევრო 2024-ის საუკეთესო გოლად მიულდურის საქართველოს ნაკრების კარში გატანილი გოლი დასახელდა.
უეფა-მ „ტვიტერის“ გვერდზე ტოპ 10 გოლი გამოაქვეყნა. აღსანიშნავია, რომ მესამე ადგილზე არდა გიულერის გოლი გავიდა, რომელმაც ასევე საქართველოს გაუტანა. ცნობისთვის, გამოკითხვაში მონაწილეობას მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან გულშემატკივრები იღებდნენ.
ათეული კი ასეთია:
Mert Müldür's stunning volley is the fans' Goal of the Tournament ⚽️????#EUROGOTT | @AlipayPlus pic.twitter.com/IZTe8X7Eqv
— UEFA EURO 2024 (@EURO2024) July 20, 2024
შეგახსენებთ, რომ ევრო 2024-ის თანაბომბარდირი გიორგი მიქაუტაძე გახდა. საქართველომ ევროპის ჩემპიონატზე პირველად იასპარეზა და ქართველმა ფეხბურთელმა ასეთი დიდებული ისტორია დაწერა.