მაგარი ამბავი: პარკაძე ბაიერნის პირველ გუნდთან ერთად ვარჯიშობს
CrystalSport-ის ცნობით, ლუკა პარკაძე ვენსან კომპანის ხელმძღვანელობით „ბაიერნის’’ პირველ გუნდთან ერთად ვვარჯიშობს. ქართველი ტალანტი ვარჯიშებზე თავს ძალიან კარგად გრძნობს, ტრავმების შემდეგ შესანიშნავ ფიზიკურ ფორმაშია. „ბაიერნის’’ პირველმა გუნდმა ახალი სეზონისთვის მზადება 18 ივლისს დაიწყო, ლუკა პირველ გუნდს 19 ივლისს შეუერთდა, მანამდე სარეზერვო გუნდში ვარჯიშობდა.
ლუკა „ბაიერნის'' ფეხბურთელი 2023 წლის ზაფხულში გახდა, კლუბთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. გასულ სეზონში იჯარით ავსტრიის რანგით მეორე ლიგის „ადმირა ვაკერში'' იყო, თუმცა ტრავმების გამო მთელი სეზონი გაუცდა, პირველ გუნდში მხოლოდ ერთი მატჩი ჩაატარა. სეზონის მიწურულს გამოჯანმრთელდა და მეორე გუნდში რეგულარულად თამაშობდა, ზაფხულში „ბაიერნს'' დაუბრუნდა და ახალი სეზონისთვის კომპანის ხელმძღვანელობით ემზადება.
ამ ეტაპზე უცნობია სად ითამაშებს შემდეგ სეზონში, „ბაიერნში'' დარჩენა თუ გაანათხოვრებენ.
2022 წლის ოქტომბერში, როცა გაცხადდა რომ ლუკა გერმანული კლუბის ფეხბურთელი 2023 წლის ზაფხულში გახდებოდა, მიუნხენის „ბაიერნის“ საფეხბურთო აკადემიის მენეჯერმა იოხენ ზაუერმა ლუკაზე ისაუბრა: „ლუკას დიდი ხანია ვიცნობთ და ჩვენი სკაუტები მას თვალს ადევნებდნენ. ამასთან, მან ბაიერნის კამპუსში გავლილ სინჯებზე, შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა. სწორედ ამიტომ, მოხარული ვართ, რომ მისი გაფორმება მოვახერხეთ და დინამო თბილისსა და ლუკას აგენტს, გურამ კაჭახიძეს მადლობას ვუხდით“.