The Guardian: საქართელო განვითარებისთვის მეტ ტესტმაჩს იმსახურებს
სიდნეიში გამართული ტესტმატჩი, რომელშიც საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ავსტრალიას დაუპირისპირდა და 29:40 დამარცხდა, ევროპულ სარაგბო პრესაში სასაუბრო თემად იქცა.
ბრიტანული The Guardian-ი „ბორჯღალოსნების“ თამაშით აღფრთოვანებული დარჩა.
„აუტსაიდერმა საქართველომ სიდნეის ალიანს სთეიდიუმზე შთამბეჭდავად ითამაშა. მათი კაშკაშა და ჯადოსნური იერიშები თითქმის ყოველთვის ავსტრალიელთა მხრიდან თამაშზე კონტროლის დაკარგვით სრულდებოდა.
აშკარაა, რომ ისინი საქართველო სატესტო მატჩებში ზედა ეშელონებში ყოფნას იმსახურებს. ისინი რაც შეიძლება მეტ სპარინგს იმსახურებენ, რათა განვითარება შეძლონ.
ტაბუცაძის 100 მეტრიანი ლელო ქართული რაგბის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე წარმოუდგენელ მომენტად უნდა ჩაითვალოს“.
- წერს ბრიტანული გამოცემა.
აქვე გეტყვით, რომ ივლისის ტესტ-მატჩების სერია საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ბათუმში ფიჯისთან მარცხით (12:21) დაიწყო, შემდეგ იყო სტუმრად იაპონელებთან გამარჯვება (23:25), დღეს კი სერია ავსტრალიასთან მარცხი, რომელსაც სარაგბო სამყაროში მაინც დადებითი გამოხმაურება მოჰყვა.
„ბორჯღალოსნების" ოთხივე ლელო ავსტრალიასთან