ხვიჩა კვარაცხელია, ანტონიო კონტე
Aa
Aa

მთავარი ფიგურა კონტეს პროექტში - კვარას კონტრაქტის დეტალები

„ნაპოლიმ“ ახალი სეზონისთვის მზადება რამდენიმე დღეა რაც დაიწყო, თუმცა გუნდთან ერთად ჯერჯერობით არ იმყოფება ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც ევროპის ჩემპიონატის მონაწილე სხვა ფეხბურთელების მსგავსად, კუთვნილ შვებულებაშია. ბუნებრივია, სანამ კვარა კლუბის ბაზაზე გამოცხადდება და საკუთარ მომავალთან დაკავშირებით კომენტარს გააკეთებს, იტალიური სპორტული გამოცემები მის დარჩენა-არდარჩენასთან დაკავშირებით კვლავაც ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციებს ავრცელებენ, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო პერიოდში დარჩენაზე უფრო მეტი იწერება, ვიდრე წასვლაზე.

გავლენიანმა გამოცემამ, Corriere Dello Sport-მა დაწერა, რომ ახალი მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე ხვიჩა კვარაცხელიას თავის პროექტში ცენტრალურ ფიგურად განიხილავს და აურელიო დე ლაურენტისისგან უკვე კატეგორიულად მოითხოვს 23 წლის ქართველთან თანამშრომლობის გახანგრძლივებას. საუბარია ახალ 5-წლიან ხელშეკრულებაზე, რომლის მიხედვითაც ფეხბურთელის ხელფასი ყოველწლიურად 5 მილიონი ევრო იქნება, ორ წელიწადში კი შვიდამდე გაიზრდება. კვარას აგენტს სხვა მოთხოვნა აქვს, კერძოდ წლიური 8 მილიონი ევრო და სხვა კლუბის დაინტერესების შემთხვევაში, კონტრაქტში გამოსასყიდი პუნქტის ჩადება, რომელიც ნებისმიერ დროს ამოქმედდება, მაგრამ ვარაუდობენ, რომ მხარეები კომპრომისს მაინც გამონახავენ და შეთანხმების მიღწევა მოხერხდება.

ფეხბურთელთან დაახლოებული პირები იუწყებიან, რომ კონტეს დანიშვნამდე კვარა წასვლით იყო დაინტერესებული, მაგრამ ახლა თვლის, რომ დარჩენის შემთხვევაში, ასეთი კალიბრის სპეციალისტთან მუშაობით ის პროფესიული კუთხით კიდევ უფრო მეტად გაიზრდება. გასულ სეზონში პარტენოპეის რიგებში იტალიის ჩემპიონატში ჩატარებულ 34 შეხვედრაში 11 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ფედელე: დარწმუნებული ხართ, რომ კვარას პსჟ-სგან შეთავაზება აქვს?
ფედელე: დარწმუნებული ხართ, რომ კვარას პსჟ-სგან შეთავაზება აქვს?