Planet Rugby: “ქუდები მოიხადეთ საქართველოს წინაშე“
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ზაფხულის ტესტ-მატჩების სერია დაასრულა. ბორჯღალოსნები სიდნეიში ავსტრალიას დაუპირისპირდნენ და 29:40 დამარცხდნენ. წაგების მიუხედავად, საქართველომ კარგად ითამაშა და გულშემატკივრებს გამართული რაგბით დაამახსოვრეს თავი.
მატჩს დასრულების შემდეგ, ავტორიტეტულმა გამოცემა Planet Rugby-მ საქართველოზე დაწერა.
რას წერს Planet Rugby?
„საქართველომ გაიბრწყინა!! ქუდები მოიხადეთ საქართველოს წინაშე, რომელმაც კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ საერთაშორისო რაგბის უმაღლეს იერარქიაში ღირსეული ადგილი უჭირავს. ქართველებმა 4 შესანიშნავი ლელო დადეს და სიდნეიში მისული გულშემატკივარი ბრწყინვალე თამაშით აღაფრთოვანეს.
იაპონიაში მოპოვებული ტრიუმფალური გამარჯვების შემდეგ, საქართველო ავსტრალიასთან პირველი და ისტორიული გამარჯვებისკენ იყო მომართული და მიუხედავად იმისა, რომ ბორჯღალოსნებმა ეს ვერ მოახერხეს, მათ შეუძლიათ იამაყონ იმით, რომ ღირსეულად ითამაშეს და ავსტრალიას დიდი ბრძოლა გაუმართეს. საქართველოს ფიზიკური მზადყოფნა და უნარები მთელი მატჩის განმავლობაში შთამბეჭდავი საყურებელი იყო.
აკაკი ტაბუცაძე ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე იყო. მისმა ორმა შესანიშნავმა ლელომ დაგვანახა მონდომება და შესაძლებლობები, რომლითაც მან და საქართველომ შეიძლება, რომ წაგებული მატჩის შემდეგ იამაყონ".
შეგახსენებთ, რომ ივლისის ტესტ-მატჩების სერია საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ბათუმში ფიჯელებთან (12:21) მარცხით დაიწყო, რასაც სტუმრად იაპონელების (23:25) ძლევა მოჰყვა, დღეს კი სერია ავსტრალიელებთან წაგებით დასრულდა.