საბა ფურცელაძე, ალექსანდრე ბაკში
Aa
Aa

ქართული ფინალი არ შედგა - ბაკში დამარცხდა, ფურცელაძე ფინალში გავიდა

ასტანას ჩელენჯერზე საბა ფურცელაძე დიდებულად ასპარეზობას აგრძელებს. ქართველი ჩოგბურთელი ნახევარფინალში ევგენი კარლოვსკის დაუპირისპირდა და ორ სეტში 6:0 6:4 დაამარცხა.

პირველმა სეტმა საბას დომინირებით ჩაიარა, 3 ბრეიკი შეასრულა და კითხვის ნიშნების გარეშე მოიგო.

მეორე სეტში კარლოვსკი საკუთარ ჩაწოდებაზე უკეთ გამოიყურებოდა, თუმცა მეხუთე გეიმში საბამ მისი ჩაწოდება მაინც მოიგო, უპირატესობა მოიპოვა და გამარჯვების შანსი ხელიდან აღარ გაუშვა. საბა ფურცელაძე ფინალში გავიდა.

მის პარალელურად კიდევ ერთი ქართველი ჩოგბურთელი ალექსანდრე ბაკში თამაშობდა, რომელიც ნახევარფინალში ბულგარელ დიმიტარ კუზმანოვს დაუპირისპირდა და სამწუხაროდ ორ სეტში 2:6 4:6 დამარცხდა.

აღსანიშნავია, რომ ასტანას ჩელენჯერზე ქართული ფინალის შანსი არსებობდა. ეს იმ შემთხვევაში მოხდებოდა, თუ ბაკში კუზმანოვს დაამარცხებდა. ამრიგად, 21 ივლისს, თბილისის დროით 10:00-დან საბა ფურცელაძისა და კუზმანოვის ფინალს ვიხილავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მან ფეხბურთს გიორგი მიქაუტაძე აჩუქა“ - რუმინელების სტატია მეცის მწვრთნელზე
„მან ფეხბურთს გიორგი მიქაუტაძე აჩუქა“ - რუმინელების სტატია მეცის მწვრთნელზე