თორნიკე შენგელია
Aa
Aa

შენგელიას გუნდში მფლობელი იცვლება - ვირტუსის გეგმები

ისრაელელი ინვესტორების ჯგუფი, რომელსაც იერუსალიმის „ჰაპოელის“ ყოფილი მეპატრონე ელიაემ ჰომსკიმი ხელმძღვანელობს, ბოლონიის საკალათბურთო კლუბ „ვირტუსის“ შეძენას გეგმავს. ავტორიტეტული ვებ-გვერდის, BasketNews-ის ცნობით, მოლაპარაკებები გადამწყვეტ ფაზაშია შესული და წესით, ახალი სეზონის დაწყებამდე ყველაფერი უნდა მოგვარდეს.

ერთი წლის წინ, თორნიკე შენგელიასა და მისი თანაგუნდელების კლუბის ხელმძღვანელ რგოლში ძალთა თანაფარდობა შეიცვალა - მასიმო ძანეტიმ, რომელიც ჯერ კიდევ საკონტროლო პაკეტის მფლობელია, აქციების მხოლოდ 55 პროცენტი დაიტოვა და ორმოცდახუთი კარლო გერარდის მიჰყიდა, რის შემდეგაც ბოლონიურ გუნდს სწორედ მათი დუეტი მართავს. ძანეტი არის კომპანია „სეგაფრედოს“ დამფუძნებელი, რომელიც „ვირტუსის“ სახელწოდებასთან არის მიბმული, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ბოლო ორი სეზონია შენგელია და მისი თანაგუნდელები იტალიის ჩემპიონატის ოქროს მედლების გარეშე რჩებიან და ვერც ევროლიგაში შედეგიანი ასპარეზობით ვეღარ გამოირჩევიან, მომდევნო სეზონში ამ კომპანიის დივიდენდები ორჯერ შემცირდება, რის გამოც კლუბის ახალი ინვესტორის კალთის ქვეშ გადასვლა შესაძლოა კარგიც იყოს.

ისრაელელი ბიზნესმენების მისვლის შემთხვევაში ბუნებრივია ძირითადი ამოცანა წამყვანი მოთამაშეების, მათ შორის კი უპირველესად თორნიკე შენგელიას შენარჩუნება იქნება, თუმცა შესაძლოა ბოლონიელებმა სატრანსფერო ბაზარზეც იაქტიურონ. კერძოდ, მათ მთავარ მწვრთნელ ლუკა ბანკის ძალიან სურს ანდრეი გრაჟულისის დამატება, რომლის შესაძლებლობებიც ლატვიის ნაკრებში მუშაობის პერიოდიდან კარგად იცის. გრაჟულისის გარდა, ასევე იგეგმება ორ იტალიელ კალათბურთელთან, ნიკოლო აკელესთან და რიკარდო ვისკონტისთან კონტრაქტების გაფორმება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მსგავსი არაფერი მინახავს, ახლა ორმაგად დავაფასებ“ - ჯიკიჩმა შენგელიაზე ისაუბრა
„მსგავსი არაფერი მინახავს, ახლა ორმაგად დავაფასებ“ - ჯიკიჩმა შენგელიაზე ისაუბრა