ზურიკო დავითაშვილი, ლუდოვიკ აჟორკი
Aa
Aa

ზურიკოსთან ერთად შეტევას სრულყოფილს გახდის - სენტ ეტიენი ისევ ძლიერდება

გასული სეზონის მეორე ნახევარში „ბორდოს“ რიგებში და ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ზურიკო დავითაშვილმა იმდენად კარგი შთაბეჭდილება დატოვა, რომ ფრანგული სპორტული გამოცემები მას ახალ გუნდში, „სენტ ეტიენში“ ლიდერობასა და შეტევების ხელმძღვანელობას უწინასწარმეტყველებენ.

Foot01-ზე გამოქვეყნებულ სტატიაში წერია, რომ დავითაშვილის, აუგუსტინ ბოაკიესა და

იუნუს აბდელჰამიდის დამატებით, ლიგა 1-ში წელს აღზევებული „მწვანეების“ წინა ხაზი იმდენად გაძლიერდა, რომ მათ არამხოლოდ ელიტაში ადგილის შენარჩუნებისთვის, არამედ გაცილებით მაღალი მიზნებისთვის უნდა იბრძოლონ. ამ მაღალი კლასის ფეხბურთელების ჯგუფის გარდა, რომელთა დამატებაზეც კლუბის ხელმძღვანელებმა ფასდაუდებელი სამუშაო გასწიეს, კიდევ ერთი ფორვარდის დამატება იგეგმება.

საუბარია „მაინცში“ მოთამაშე 196 სანტიმეტრი სიმაღლის მქონე ლუდოვიკ აჟორკზე, რომელმაც გასულ სეზონში გერმანიის ბუნდესლიგაში თავი მაინცდამაინც მაღალი შედეგიანობით ვერ გამოიჩინა და 26 შეხვედრაში მხოლოდ 3 გოლი გაიტანა, მაგრამ 30 წლის ფორვარდის ტრანსფერის ბრძოლაში „ეტიენს“ მაინც სერიოზული კონკურენტები ჰყავს და მათ შორის ყველაზე ძლიერი „ლილია“, რომელიც ჯონათან დეივიდის გაყიდვის შემთხვევაში, დანაკლისის ანაზღაურებას, სწორედ აჟორკის დამატებით გეგმავს. რამდენის გადახდას გეგმავენ „ეტიენი“, ან „ლილი“ „სტრასბურგის“ ყოფილი ფორვარფის სანაცვლოდ, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ტრანსფერზე მუშაობა როგორც ერთ, ასევე მეორე კლუბის ხელმძღვანელებს დაწყებული აქვთ.

დავითაშვილმა საფრანგეთის ლიგა 2-ის გასული სეზონის გათამაშებაში „ბორდოს“ შემადგენლობაში თავი 8 გოლითა და 8 საგოლე გადაცემით გამოიჩინა და მეორე წრეში კლუბის თვის საუკეთესო ფეხბურთელად რამდენჯერმე დასახელდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„საინტერესო ფეხბურთელია“ | სენტ-ეტიენის მთავარმა მწვრთნელმა ზურიკოზე ისაუბრა
„საინტერესო ფეხბურთელია“ | სენტ-ეტიენის მთავარმა მწვრთნელმა ზურიკოზე ისაუბრა