ერლინგ ჰოლანდი
Aa
Aa

რეალი აღარ იზიდავს, ახლა ბარსა უფრო მოსწონს - ჰოლანდის გეგმები

„მანჩესტერ სიტისთან“ ერლინგ ჰოლანდის ხელშეკრულებას ვადა 2027 წელს ეწურება. კონტრაქტის დასრულების შემდეგ, ნორვეგიელი ფორვარდი პრემიერ ლიგაში დარჩენას აღარ აპირებს და თავის მომავალს ლა ლიგაში ხედავს.

ცნობილი ბრიტანული გამოცემა FourFourTwo წერს, რომ ჰოლანდმა აზრი შეიცვალა და თუ ადრე მისი სიმპათიები „რეალისკენ“ იხრებოდა, ამჟამად უპირატესობას „ბარსელონას“ ანიჭებს.

წყაროს ცნობით, ამის მიზეზი კილიან მბაპეს ტრანსფერია. ერლინგს მბაპესთან ერთად თამაშის სურვილი არ აქვს, რადგან მას გუნდში მთავარი როლი სურს, რომ შემადგენლობაში მთავარი ფორვარდი თავად იყოს. კილიანთან ერთად კი ეს რთული იქნება.

ჰოლანდის კონტრაქტში არსებობს პუნქტი, რომლის მიხედვითაც, 2025 წელს ნორვეგიელს „სიტის“ დატოვება შეეძლება, თუ მას კონკრეტული მსურველი ეყოლება და მის გამოსასყიდ თანხასაც გადაიხდის. ჯერჯერობით უცნობია, თუ რა თანხაზეა საუბარი.

„ბარსელონა“ ფინანსურად სტაბილურობის სრულად აღდგენასა და ძველ სიმაღლეზე დაბრუნებას სწორედ 2025 წლისთვის გეგმავს. არსებობს შანსი, რომ „რეალისა“ და „ბარსას“ ქომაგების სურვილი ახდეს და „ელ კლასიკომ“ ძველებური ელფერი დაიბრუნოს - მბაპე ჰოლანდის წინააღმდეგ: ახალი თაობის ვარსკვლავების ჯახი ლა ლიგაში.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
უეფამ ესპანელი ფეხბურთელების წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
უეფამ ესპანელი ფეხბურთელების წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო