ანტონიო კონტე
Aa
Aa

„ეს ერთხელ და სამუდამოდ ავხსნათ“ - ნაპოლის ქომაგებმა კონტე გააბრაზეს

ანტონიო კონტე „ნაპოლის“ ქომაგებს გაუბრაზდა და მათ თხოვნაზე უარი თქვა. საქმე ეხება „იუვენტუსის“ მიმართ შეურაცხმყოფელი სიმღერის შესრულებას.

წინასასეზონო საწვრთნელ ბანაკში ერთ-ერთი სესიის დროს, „ნაპოლის“ გულშემატკივრებმა კლუბის მთავარი მწვრთნელი მიიწვიეს, რომ მათთან ერთად შეურაცხმყოფელი ფრაზები გაემეორებინა, რომელიც „იუვენტუსზე“ იყო: „ვინც არ ხტება, ის იუვენტინოა“.

ამაზე კონტეს მკაცრი და პირდიპირი რეაქცია ჰქონდა.

„ერთხელ და სამუდამოდ ავხსნათ. მე ყოველთვის ვიქნები თავაზიანი და პატივმოყვარე ადამიანი, ამიტომ ნუ მთხოვთ იმას, რასაც არ გავაკეთებ, არა მხოლოდ ერთი გუნდისთვის, არამედ ყველა დანარჩენისთვის.

ჩვენ, როგორც მწვრთნელებს, ყველას დადებითი მაგალითი უნდა მივცეთ. გარწმუნებთ, მე ნაპოლის ნომერ პირველი გულშემატკივარი ვარ“,

- განაცხადა ნეაპოლიტანელთა მთავარმა მწვრთნელმა.

შეგახსენებთ, რომ ანტონიო კონტემ ფეხბურთელობის დროს „იუვენტუსთან“ ერთად სერია A 5-ჯერ მოიგო, ასევე 3-ჯერ როგორც „ბებერი ქალბატონის“ მთავარმა მწვრთნელმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კარგად შეფუთული საშინელება იყო“ - სკალონიმ ამერიკული მოედნები მიწასთან გაასწორა
„კარგად შეფუთული საშინელება იყო“ - სკალონიმ ამერიკული მოედნები მიწასთან გაასწორა