რომელუ ლუკაკუ, კრიშტიანუ რონალდუ, ნეიმარი
Aa
Aa

ნეიმარში ყველაზე მეტია გადახდილი - Transfermarkt-ის საინტერესო მონაცემები

ავტორიტეტული სამენეჯერო სააგენტოს, Transfermarkt-ის ოფიციალური ვებ-გვერდი პერიოდულად ყველა ფეხბურთელის განახლებულ სატრანსფერო ღირებულებას ანახლებს. ამჯერად კი მათ გადაწყვიტეს მთლიანად საფეხბურთო ისტორია მოეცვათ და დასახელდა ის ფეხბურთელი, რომლის სანაცვლოდაც, მისი კარიერის განმავლობაში ყველაზე მეტი თანხა გადაიხადეს და პირველობა ბრაზილიელმა ნეიმარმა არავის დაუთმო, რომლის ტრანსფერიც თავის დროზე „ბარსელონადან“ „პარი სენ-ჟერმენში“ ახლაც ყველაზე ძვირადღირებულად ითვლება.

ბრაზილიის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირის „სანტოსიდან“ „ბარსელონაში“, კატალონიური გრანდიდან „პარი სენ-ჟერმენში“ და პარიზიდან „ალ-ჰილალში“ გადასვლაში 400 მილიონი ევროა დახარჯული და სელესაოს ლიდერი ამ მხრივ მეორე ადგილზე გასულ რომელუ ლუკაკუს 61 მილიონით უსწრებს. ბელგიის ნაკრების ფორვარდს სხვადასხვა პერიოდში „ანდერლეხტში“, „ჩელსიში“, „ვესტ ბრომვიჩში“, „ევერტონში“, „მანჩესტერ იუნაიტედში“, „ინტერსა“ და „რომაში“ უთამაშია და მის ამ გუნდებში მოგზაურობის დროს 339 მილიონი ჩაიდო. ლუკაკუსთან შედარებით გაცილებით ნაკლებ, ხუთ კლუბში აქვს ნათამაშები კრიშტიანუ რონალდუს, თუმცა იმდენად რთულად გასაფორმებელი იყო, რომ მაში 247 მილიონი დაიხარჯა.

ათეულში ასევე შედიან უსმან დემბელე (რენი, დორტმუნდი, ბარსელონა, პსჟ - 220 მლნ), ალვარო მორატა (რეალი, იუვენტუსი, ჩელსი, ატლეტიკო, მილანი -202), ანტუან გრიზმანი (სოსიედადი, ატლეტიკო, ბარსელონა - 182), ფელიპე კოუტინიო (ვასკო და გამა, ინტერი, ესპანიოლი, ლივერპული, ბარსელონა, ბაიერნი, ასტონ ვილა, ალ-დუჰაილი - 180), კილიან მბაპე (მონაკო, პსჟ, რეალი - 180 მლნ), ანხელ დი მარია (როსარიო, ბენფიკა, რეალი, მანჩესტერ იუნაიტედი, იუვენტუსი, პსჟ - 179), ზლატან იბრაჰიმოვიჩი (მალმიო, აიაქსი, იუვენტუსი, ინტერი, ბარსელონა, მილანი, პსჟ, მანჩესტერ იუნაიტედი, ლოს-ანჯელეს გალაქსი).

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ნეიმარი ვინისიუსზე: „ოქროს ბურთი მას ეკუთვნის“
ნეიმარი ვინისიუსზე: „ოქროს ბურთი მას ეკუთვნის“