ხვიჩა კვარაცხელია, დუშან ვლაჰოვიჩი
Aa
Aa

ვლაჰოვიჩი სერია A-ში ყველაზე მეტს იღებს - ხვიჩა ოცეულშიც არ არის

რამდენიმე კვირაში იტალიის საფეხბურთო ჩემპიონატის ახალი გათამაშება დაიწყება და სხვადასხვა კლუბების სათამაშო ფორმების შეფასების გარდა, აპენინურ სპორტულ საინფორმაციო სააგენტოებში სხვა მნიშვნელოვან თემებზეც იწერება, რომელთა შორისაც ბუნებრივია უდავოდ საინტერესოა ფეხბურთელების ყოველწლიური შემოსავლები.

ცნობილმა ვებ-გვერდმა Capology-მ გამოაქვეყნა სერია A-ში მოთამაშე ფეხბურთელების ტოპ-ოცეული, რომლებიც წლის განმავლობაში ხელფასის სახით ყველაზე მეტს გამოიმუშავებენ. იტალიის საფეხბურთო პირველობის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშე დუშან ვლაჰოვიჩი აღმოჩნდა - „იუვენტუსის“ სერბი ფორვარდი წლიურად 22, 22 მილიონს გამოიმუშავებს და მეორე ადგილზე მყოფ „ნაპოლის“ ფორვარდ ვიქტორ ოსიმენზე (12, 82 მლნ) თითქმის ათი მილიონით მეტს იღებს. ექვსეულში ასევე არიან „ინტერელი“ ნიკოლო ბარელა (12, 04 მლნ), „იუვენტუსელი“ ვოიცეხ შჩესნი (12, 04 მლნ) და ასევე „ინტერელები“ ჰაკან ჩალჰანოღლუ (11, 11 მლნ) და ლაუტარო მარტინესი (11, 11 მლნ).

არათუ ათეულში, არამედ ოცეულშიც არ არის წარმოდგენილი ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც უკვე ყველამ კარგად იცის, რომ „ნაპოლისთან“ ამჟამად მოქმედი კონტრაქტის თანახმად, წლიურად 1 მილიონ 250 ათას ევროს იღებს, რაც მისი კლასისა და კალიბრის ფეხბურთელისთვის ძალიან ცოტაა. გარდა ამისა, ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელების საწყის ათეულში მყოფი ფეხბურთელებიდანაც ბოლო ორი სეზონის შედეგებს თუ მივიღებთ მხედველობაში, ხვიჩა უკეთესი სტატისტიკა არც ერთ მათგანს არ აქვს.

იტალიის საფეხბურთო ჩემპიონატის წლევანდელი გათამაშება 17 აგვისტოს „ჯენოა“ – „ინტერისა“ და „პარმა“ – „ფიორენტინას“ მატჩებით გაიხსნება. „ნაპოლი“ კი, 18 აგვისტოს სტუმრად „ვერონას“ შეხვდება, რომლის კარშიც 2022 წლის აგვისტოში კვარაცხელიამ იტალიის ჩემპიონატში სადებიუტო გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
19 ივლისის სატრანსფერო ზონა
19 ივლისის სატრანსფერო ზონა