ჩელსის ინტერესი ბენ ჯეიკობსმაც დაადასტურა | მამარდაშვილი ლონდონელთა რადარზე
ცნობილმა ბრიტანელმა ჟურნალისტმა, ბენ ჯეიკობსმა, რომელიც Givemesport-ის კორესპონდენტი და TalkSport-ის კომენტატორია, გიორგი მამარდაშვილზე ისაუბრა. ჯეიკობსმა დაადასტურა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, „მამარდა“ „ჩელსის“ რადარზე იმყოფება.
„არისტოკრატების“ ახალ მთავარ მწვრთნელს, ენცო მარესკას აქვს დრო, რათა გუნდში მყოფი მეკარეები შეაფასოს. „ლურჯები“ ნაჩქარევი გადაწყვეტილების მიღებას არ აპირებენ და თუ ვინმე გაუშვეს, მის შემცვლელს აუცილებლად მოიყვანენ.
Genoa have been altered that Chelsea goalkeeper Djordje Petrovic could be available this summer, as @NizaarKinsella called.
— Ben Jacobs (@JacobsBen) July 19, 2024
However a move is unlikely since Genoa are ideally not looking for a loan. Having sold goalkeeper Josep Martinez to Inter, they want a permanent… pic.twitter.com/Epktzy8DSm
ლონდონელთა რადარზე რამდენიმე გოლკიპერი იმყოფება. ჯეიკობსი ადასტურებს, BBC Sport-ის ჟურნალისტის, ნიზარ კინსელას ცნობებს, რომ „ჩელსი“ „მამარდათი“ დაინტერესებულია. თუმცა, დასძენს, რომ „არისტოკრატების“ ყურადღების ცენტრში არა ორი, არამედ სამი მეკარეა მოქცეული: ჯეიმს ტრაფორდი, გიორგი მამარდაშვილი და ფილიპ იორგენსენი.
შეგახსენებთ, რომ მამარდაშვილი Transfermarkt-ზე მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული მეკარეა და მისი ფასი 45 მილიონი ევროა. ჯეიმს ტრაფორდის საბაზრო ღირებულება 18 მილიონი გახლავთ, მისი გაფორმება „ნიუკასლს“ სურს, იორგენსენი კი „ვილიარეალის“ მეკარეა და მის კონტრაქტში ჩადებულია პუნქტი, რომლის მიხედვითაც, მისი გამოსყიდვა 35 მილიონ გირვანქა სტერლინგად შეიძლება.