ლაშა ბექაური
Aa
Aa

„ის დაბრუნდა!“ | EJU ლაშა ბექაურზე წერს

ევროპის ძიუდოს კავშირმა, EJU-მ მოახლოებულ ოლიმპიურ თამაშებზე დაწერა და ლაშა ბექაურზე ისაუბრა. ლაშა მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონია და EJU-მ -90 კილოგრამ წონით კატეგორიაში შექმნილ ვითარებაზე გააკეთა აქცენტი.

„ის დაბრუნდა! ლაშა ბექაური ოლიმპიური ჩემპიონის სტატუსს პარიზში დაიცავს და ტატამიზე საუკეთესო განთესვის მქონე ჯუდოკას რანგში გავა. ბექაური არის სპორტსმენი, ვისი ჭიდაობაც ერთ-ერთი ყველაზე ამაღელვებელი სანახავია. პარიზში, ძიუდოსთვის განკუთვნილი მეხუთე დღე დიდ სანახაობას გვპირდება. იქნება ეს ბექაურის უნიკალური ძიუდო თუ მისი ოპონენტები, რომლებიც ლაშას დაწევას შეეცდებიან“

ლაშა ბექაური ერთადერთი ქართველია, რომელიც ოლიმპიურ თამაშებზე, მოქმედი ჩემპიონის სტატუსითა და ოქროსფერი არშიით იასპარეზებს. 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე, ბექაურმა ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა და მეოთხედფინალში მომავალ ჩემპიონთან, ელიან ჰაჯიევთან დამარცხდა.

ცნობისთვის, ზაფხულის XXXIII ოლიმპიურ თამაშების გახსნის ცერემონიალზე საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის მედროშეები არიან ლეგენდარული სპორტსმენები - ყველა სპორტული ტიტულის მფლობელი, უკვე ათგზის ოლიმპიელი ნინო სალუქვაძე და ლაშა ტალახაძე-უძლიერესი მამაკაცი მსოფლიოში, ორგზის ოლიმპიური და შვიდგზის მსოფლიოს ჩემპიონი

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ორი ვარიანტი აქვთ, ერთი მამარდაშვილია | ჩელსი მეკარის დამატებას აპირებს
ორი ვარიანტი აქვთ, ერთი მამარდაშვილია | ჩელსი მეკარის დამატებას აპირებს