ვილი სანიოლი
Aa
Aa

„ისტორიის დაწერის კიდევ ერთი შანსი“ | სანიოლი ქალთა ნაკრების წარმატებას გამოეხმაურა

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ვილი სანიოლი ქალთა ეროვნული გუნდის წარმატებას გამოეხმაურა. გოგონებს ევროპის ჩემპიონატზე თამაშის შანსი აქვთ და საკვალიფიკაციო ეტაპის პლეიოფში ისტორიაში პირველად გავიდნენ.

ფრანგმა სპეციალისტმა „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა და დაწერა: „კიდევ ერთი შანსი, რომ ჩვენი ფეხბურთის ისტორია დაიწეროს. წინ საქართველო“.

ცნობისთვის, ირის ანტმანის გუნდის პირველი მეტოქის ვინაობა დღეს გაირკვა. ნიონში, წილისყრა გაიმართა და ცნობილი გახდა, რომ „ჯვაროსნებმა“ პირველ რაუნდში ირლანდიის ბარიერი უნდა გადალახონ. ირლანდიასთან ორმატჩიან დაპირისპირებაში გამარჯვების შემთხვევაში, საქართველოს ნაკრები პლეი-ოფის მეორე, გადამწყვეტ ეტაპზე გადაინაცვლებს, სადაც სლოვაკეთისა და უელსის წყვილში გამარჯვებულს შეხვდება და წარმატების შემთხვევაში ევროპის ჩემპიონატის საგზურს მოიპოვებს.

ევრო 2025-ის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის პირველი რაუნდის მატჩები 23-დან 29 ოქტომბრამდე გაიმართება, ხოლო მეორე ეტაპის მატჩები 27 ნოემბრიდან 3 დეკემბრამდე. ევროპის ჩემპიონატი 2025 წელს, 2-27 ივლისს, შვეიცარიაში გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ორი ვარიანტი აქვთ, ერთი მამარდაშვილია | ჩელსი მეკარის დამატებას აპირებს
ორი ვარიანტი აქვთ, ერთი მამარდაშვილია | ჩელსი მეკარის დამატებას აპირებს