17-ქულიანი ჩამორჩენა ოთხამდე დაიყვანეს | 20-წლამდელთა მარცხი უკრაინასთან
საქართველოს 20-წლამდე საკალათბურთო ნაკრები ევრობასკეტის B დივიზიონის მეოთხედფინალში დამარცხდნენ. ჩვენი გუნდი უკრაინას დაუპირისპირდა და ბოლომდე იბრძოლა, თუმცა, თამაშში გარდატეხა ვერ შეიტანა და 76:85 წააგო.
მატჩის პირველი სამი მეოთხედი უკრაინამ მაღალ დონეზე ჩაატარა და გადამწყვეტი პერიოდის წინ, 17-ქულიანი უპირატესობა ჰქონდა. ბოლო მეოთხედში, ახალგაზრდა კალათბურთელებმა ჩამორჩენა 4 ქულამდე დაიყვანეს, მაგრამ ეს ჩვენი მაქსიმუმი აღმოჩნდა.
საქართველოს 20-წლამდე ნაკრებში გამორჩეული იყო გიორგი სულაბერიძე - 17 ქულა, 10 მოხსნა, 1 ჩაჭრა. ლუკა ალავიძემ 17 ქულა და 3 შედეგიანი გადაცემა გააკეთა, ბაქარ ბერეკაშვილის მონაგარი კი 13 ქულა და 5 მოხსნა იყო.
ცნობისთვის, ახლა ბიჭები მე-5 ადგილისთვის ბრძოლას გააგრძელებენ და ხვალ სლოვაკეთს დაუპირისპირდებიან.