ორი ვარიანტი აქვთ, ერთი მამარდაშვილია | ჩელსი მეკარის დამატებას აპირებს
„ვალენსიას“ ქართველი ფეხბურთელი, გიორგი მამარდაშვილი პრემიერ ლიგის გრანდს დაუკავშირეს. BBC Sport-ის ჟურნალისტის, ნიზარ კინსელას ინფორმაციით, „მამარდას“ გადაბირებაზე ლონდონის „ჩელსი“ ფიქრობს.
„არისტოკრატები“ ჯორჯე პეტროვიჩის გაშვებას აპირებენ და „ჯენოას“ მისი ტრანსფერი უკვე შესთავაზეს. დიდია ალბათობა, რომ 24 წლის გოლკიპერმა „სტემფორდ ბრიჯი“ დატოვოს და „ლურჯებს“ მისი წასვლით გაჩენილი სიცარიელის შევსება გადაწყვეტილი აქვთ.
????Chelsea are exploring the option of signing a new goalkeeper this summer, with Djordje Petrovic's future in renewed doubt. Petrovic has been offered to Genoa but they deem him an expensive option. https://t.co/XYvMmKr0cO pic.twitter.com/fxQvUxKrdV
— Nizaar Kinsella (@NizaarKinsella) July 19, 2024
კინსელას ცნობით, „ჩელსის“ რადარზე ორი მეკარეა და ლონდონელები „ვილიარეალის“ კიპერს, ფილიპ იორგენსენსა და გიორგი მამარდაშვილს აკვირდებიან. „არისტოკრატების“ ახალ თავკაცს, ენცო მარესკას სჭირდება მეკარე, რომელიც ფეხით კარგად თამაშობს და როგორც ცნობილი ჟურნალისტი წერს, „მამარდასა“ და იორგენსენს „სტემფორდ ბრიჯზე“ თაყვანისმცემლები ჰყავთ.
შეგახსენებთ, რომ მამარდაშვილი Transfermarkt-ზე მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული მეკარეა და მისი ფასი 45 მილიონი ევროა. ესპანური პრესის მიხედვით, „ვალენსია“ ქართველი ფეხბურთელის სანაცვლოდ 40-45 მილიონ ევროს მოითხოვს.