იტალია მეორედ დავამარცხეთ | უმცროსი ბორჯღალოსნების მე-9 ადგილი მსოფლიოზე
საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე მე-9 ადგილი დაიკავა. ლადო კილასონიას შეგირდები, მე-9 ადგილისთვის მატჩში იტალიას დაუპირისპირდნენ და დამაჯერებელი გამარჯვება იზეიმეს - 24:13.
უმცროსმა „ბორჯღალოსნებმა“ პირველი ლელო 30-ე წუთზე დადეს. ჩვენი ნაკრების მხრიდან თავი გიორგი გერგედავამ გამოიჩინა და ანგარიში 5:3 გახადა, გარდასახვა კი ვერ გამოვიყენეთ. პირველი ტაიმის დამატებულ წუთებზე, უმცროსმა „ბორჯღალოსნებმა“ მეტოქის ჩათვლის მოედანში ბურთი კიდევ ერთხელ დაამიწეს და ლელოთი თემურ წულუკიძე გამოირჩა, გარდასახვა კი ამჯერად წარმატებული გამოდგა - 12:6.
მეორე ნახევარი ჩვენი ნაკრების კარნახით დაიწყო. ნუგზარ ქევხიშვილმა ბრწყინვალე ლელო დადო, რასაც ლუკა კეშელავას წარმატებული შეტევა მოჰყვა და კომფორტული უპირატესობა მოვიპოვეთ - 24:6. დარჩენილ დროში, იტალიელთა მაქსიმუმი ჩამორჩენის შემცირება აღმოჩნდა - 24:13.
ცნობისთვის, იტალიის ნაკრებს ამ ტურნირზე მეორედ ვეთამაშეთ. ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრაში, „უმცროსმა ბორჯღალოსნებმა“ მეტოქე 28:17 დაამარცხეს, 4 ლელოს გატანისთვის ბონუს-ქულაც აიღეს და მესამე ადგილი დაიკავეს, მაგრამ მაინც მე-9 ადგილისთვის მოუწიათ ბრძოლის გაგრძელება, რომლის ნახევარფინალში ფიჯის დრამატულ მატჩში 40:36 მოუგეს. თავის მხრივ, იტალიელებმა ნახევარფინალში ესპანეთს 28:15 აჯობეს.