4-წლიანი ხელშეკრულება | ფაბრეგასი კომოს მთავარი მწვრთნელი ოფიციალურად გახდა
სესკ ფაბრეგასი „კომოს“ მთავარი მწვრთნელი გახდა. „ბიანკობლუმ“ ოფიციალური განცხადება გაავრცელა და დაადასტურა, რომ ფაბრეგასმა გუნდის თავკაცის პოსტი დაიკავა. სესკმა „კომოსთან“ 4-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა.
Como 1907 is delighted to confirm that @cesc4official will become head coach of the men’s team on a four-year contract.
— Como1907 (@Como_1907) July 19, 2024
As planned @Osian_Roberts will now be fully focused on his role as Head of Development for Como 1907, tasked with creating a Como Culture within the… pic.twitter.com/4bs11jPIVu
„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მომდევნო სეზონს მთავარი მწვრთნელის რანგში დავიწყებ. მინდა, კლუბის მფლობელთა ჯგუფს, ჩემდამი გამოჩენილი ნდობის გამო, მადლობა გადავუხადო.
მეც ისეთი ამბიციები და რწმენა მაქვს, როგორიც გუნდს და მჯერა, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია იმ გზისა, რომლის გავლაც კომოში შემიძლია. რთული და მნიშვნელოვანი სეზონი იქნება, მაგრამ მე და ჩემი სამწვრთნელო შტაბი მზად ვართ და ყველას გვჯერა, რომ მიზანს მივაღწევთ“, - განაცხადა ფაბრეგასმა.
ცნობისთვის, გასულ სეზონში, სესკს ლიცენზიის არ ქონის გამო, მთავარი მწვრთნელის ფუნქცია არ ჰქონდა. 2024/25 წლების სეზონში, „კომო“ სერია A-ში იასპარეზებს.