გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

„დამტკიცდა, რომ ვალენსია არ შემცდარა“ | ესპანური პრესა მამარდას ფასის ზრდაზე

გიორგი მამარდაშვილი მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული მეკარე გახდა და Transfermarkt-ზე მისი ფასი 45 მილიონი ევროა. ამ ფაქტს, ცნობილი ესპანური გამოცემები გამოეხმაურნენ და აი, რას წერენ, „ვალენსიას“ ქართველ გოლკიპერზე.

„დამტკიცდა, რომ ვალენსია არ ცდებოდა, როცა ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე, მამარდაშვილის სანაცვლოდ 40-45 მილიონ ევროს ითხოვდა. ევრო 2024-ზე, მამარდამ საოცარი დონე აჩვენა, თუმცა, ეს უეფა-ს ტურნირის სიმბოლურ ნაკრებში მოსახვედრად საკმარისი არ აღმოჩნდა“, - წერს Ondacero.

„ევროპის ჩემპიონატი მამარდაშვილს დაეხმარა, მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული მეკარე გამხდარიყო. ევრო 2024-ის მიმდინარეობისას, გიორგის რამდენიმე დასამახსოვრებელი თამაში ჰქონდა. ჩეხეთთან და პორტუგალიასთან, მან გადამწყვეტი როლი ითამაშა, ესპანეთთან კი ბრწყინვალედ იასპარეზა და გუნდი ბევრად მეტ გოლს გადაარჩინა“, - წერს AS-ი.

„ვალენსიას მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული მეკარე ჰყავს და გიორგი მამარდაშვილი ახლა პირველ ადგილს იკავებს. მსოფლიოში მხოლოდ ერთი გოლკიპერია, ვისაც იგივე ფასი აქვს - დიოგუ კოშტა. ჩეხეთთან გაფორმებულმა თერთმეტმა სეივმა ვარსკვლავი გახადა, მაგრამ ესპანეთთან ჩატარებულმა მატჩმა, რომლის პირველ ტაიმშიც, ფურია როხას გოლის გასატანად დიდი ოფლის დაღვრა მოუწია, აჩვენა, რომ მამარდაშვილი სერიოზულ დონეზეა“, - წერს Mundo Deportivo.

„ვალენსიას მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული მეკარე ჰყავს. ბრწყინვალე ევრო 2024-ის შემდეგ, მამარდაშვილის ფასი გაიზარდა და პლანეტაზე ყველაზე მაღალ ნიშნულს უწია. ეს ამტკიცებს, რომ ღამურები მართლები იყვნენ, როცა 40-45 მილიონი მოითხოვეს“, - წერს El Desmarque-ი.

ცნობისთვის, მამარდას ღირებულება 35 მილიონი ევრო იყო და ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, მისმა ფასმა 10 მილიონით მოიმატა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ფედელე: კონტე ძალიან რისკავს, ნაპოლიმ შესაძლოა ბევრი გაუშვას
ფედელე: კონტე ძალიან რისკავს, ნაპოლიმ შესაძლოა ბევრი გაუშვას