ალვარო მორატა
Aa
Aa

ოფიციალურად: მილანმა მორატა გაიფორმა

„მილანმა“ ალვარო მორატას ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.

მორატამ „როსონერისთან“ კონტრაქტი 2028 წლის 30 ივნისამდე გააფორმა. ხელშეკრულება კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების ოფციას ითვალისწინებს.

„მილანი“ ესპანელის სანაცვლოდ „ატლეტიკოს“ 13 მილიონ ევროს გადაუხდის.

ესპანეთის ნაკრების კაპიტანმა ბოლო ორი სეზონი მადრიდის „ატლეტიკოში“ გაატარა, სადაც 154 შეხვედრა ჩაატარა, 58 გოლი გაიტანა და 14 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მორატასთვის სერია A უცხო არ არის. ესპანელი 2014-2016 წლებში „იუვენტუსში“ თამაშობდა. შემდეგ 1-წლიანი იჯარით 2021 წელს კვლავ „ბებერ ქალბატონში“ თამაშობდა.

გასულ სეზონში მორატამ ლა ლიგის 32 მატჩში 15 გოლი გაიტანა და ესპანეთთან ერთად ევროპის ჩემპიონატი მოიგო.

„როსონერიმ“ მორატა ოლივიე ჟირუს შემცვლელად შეიძინა, რომელმაც ევროპა დატოვა და კარიერას MLS-ში გააგრძელებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ნაპოლი და ლუკაკუ შეთანხმდნენ - ჩელსის პასუხის დროა
ნაპოლი და ლუკაკუ შეთანხმდნენ - ჩელსის პასუხის დროა