ოთარ კაკაბაძე, მათეუშ დრუჟდი
Aa
Aa

მილიონიანი წინადადებები? გამეღიმა, როცა ეს გავიგე - კრაკოვიას პრეზიდენტი კაკაბაძეზე

„კრაკოვიას’’ პრეზიდენტმა მათეუშ დრუჟდმა ოთარ კაკაბაძეზე ისაუბრა. მისი თქმით, კაკაბაძის თაობაზე წინადადებები არ მიუღიათ. შესაბამისად, როცა გაიგო რომ მის სანაცვლოდ მილიონებს იხდიდნენ, დრუჟდისთვის ღიმილის მომგვრელი იყო. დრუჟდი Kanał Sportowy-ს ესაუბრა.

დრუჟდი: „ყველა ფეხბურთელი იყიდება თუ შესაბამის წინადადებას მივიღებთ. წინადადებები არ მიგვიღია. როცა ოთარზე გავიგე, რომ რამდენიმე მილიონიანი წინადადება იყო, გამეღიმა, მსგავსი არაფერი ყოფილა.

დიდებული საყურებელია, როცა შენი კლუბის ფეხბურთელი ევროპის ჩემპიონატზე თამაშობს, თავის საქმეს კარგად ასრულებს და ესპანეთთან საგოლე პასს ასრულებს. ოთარს მატჩამდე და მატჩის შემდეგ ვესაუბრე. მის წარმატებაში მონაწილეობა ვირტუალურად მივიღე’’.

ივლისის დასაწყისში პოლონური გამოცემა SportoweFakty-ი წერდა, რომ კაკაბაძის მსურველებს „კრაკოვიასთან“ პირველი კონტაქტი ჰქონდათ. „ინსაიდერ'' პიოტრ კოზმინსკის მიხედვით, ოთარი გერმანული და ორი ინგლისური კლუბის რადარზე იმყოფებოდა, მაგრამ როგორც ჩანს მოლაპარაკება აქტიურ ფაზაში არ გადასულა.

ასევე გეტყვით რომ ოთარ კაკაბაძე „კრაკოვიას'' პირველი კაპიტანი გახდა, ევრო 2024-ის დაწყებამდე კლუბთან ახალი კონტრაქტი გააფორმა, „კრაკოვიაში'' თავს კარგად გრძნობს, თუმცა „კრაკოვიაზე'' უკეთესი და ამავდროულად რეალური ვარიანტი არ აქვს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები