ნაპოლი და ლუკაკუ შეთანხმდნენ - ჩელსის პასუხის დროა
რომელუ ლუკაკუ „ნაპოლიში“ გადასვლასთან ერთ ნაბიჯშია. ბელგიელმა ფეხბურთელმა „პარტენოპეისთან“ პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა.
TuttoSport-ი წერს, რომ დე ლაურენტისი მზადაა „ჩელსის“ 25 მილიონი ევრო გადაუხადოს, თავად ლუკაკუს კი 3-წლიანი კონტრაქტი გაუფორმოს, წლიური ანაზღაურების სახით კი 6.5 მილიონს სთავაზობს.
წყარო დასძენს, რომ მოლაპარაკებები პროგრესულია და მალე დასასრულს მიუახლოვდება.
ვიქტორ ოსიმენი პსჟ-ში გადასვლასთან ახლოსაა და ლუკაკუს ტრანსფერი სწორედ ნიგერიელის ამბებზეა მიბმული.
ანტონიო კონტე შეტევის ხაზს აყალიბებს და კლუბი მისი მოთხოვნების დაკმაყოფილებას მაქსიმალურად ცდილობს. კვარაცხელიას დარჩენა გადაწყვეტილია, ლუკაკუ შეცვლის, რჩება მესამე მარჯვენა ფორვარდი, სადაც ფედერიკო კიეზა და დომენიკო ბერარდი განიხილებიან.