გიორგი აბურჯანია
Aa
Aa

აბურჯანიას სამი ვარიანტი - პორტუგალიაში დაბრუნებასთან ახლოსაა

CrystalSport-ის ცნობით, გიორგი აბურჯანია პორტუგალიაში დაბრუნებასთან ახლოსაა. მას კარიერის გაგრძელების სამი ვარიანტი აქვს: „ბოავიშტა’’, ავშ და „ჟილ ვისენტე’’. ფეხბურთელი გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში მიიღებს, არჩევანს ამ სამ კლუბს შორის გააკეთებს.

2021-23 წლებში აბურჯანია „ჟილ ვისენტეში'' თამაშობდა, ყველა ტურნირის გათვალისწინებით 63 მატჩში 2 გოლი შეაგდო და 4 საგოლე პასი შეასრულა. აღსანიშნავია რომ მისი გოლით „ჟილ ვისენტემ'' „ბენფიკა'' სტუმრად დაამარცხა.

აბუ გასულ სეზონში „ჰატაისპორში’’ თამაშობდა, თუმცა კლუბს აბურჯანიასა და სხვა ფეხბურთელების მიმართ 5-თვიანი სახელფასო დავალიანება ჰქონდა. CrystalSport-ის ცნობით, მარტის ბოლოს აბურჯანიამ და მისმა რამდენიმე თანაგუნდელმა FIFA-ში სარჩელი შეიტანეს. ფინანსური პრობლემების გამო კლუბში არაჯანსაღი ვითარება იყო. კლუბის მხრიდან ფინანსური ვალდებულების შეუსრულებლობის გამო აბურჯანიამ კლუბთან კონტრაქტი ცალმხრივად გაწყვიტა. ამ ტიპის პრობლემები თურქული კლუბებისთვის დამახასიათებელია.

ქართული კლუბების გარდა აბურჯანიას „ანორთოსისში'', „ხიმნასტიკში'', „სევილიას'' სარეზერვო გუნდში, „ლუგოში'', „ტვენტეში'', „ოვიედოში'', „კარტახენაში'', „ჟილ ვისენტესა'' და „ჰატაისპორში'' უთამაშია. ეროვნულ ნაკრებში 39 მატჩში 1 გოლი შეაგდო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები