ლიონელ მესი, როდრიგო დე პაული
Aa
Aa

„ეს ჩემი ბოლო მუნდიალია, ასე წასვლა არ შემიძლია“ - დე პოლმა მესის სიტყვები გაიხსენა

როდრიგო დე პოლმა მსოფლიო ჩემპიონატის პირველი ტურის მატჩი გაიხსენა, როცა არგენტინამ საუდის არაბეთთან წააგო, რის შემდეგაც მან და მესიმ სასტუმროს ნომერში ისაუბრეს.

„ატლეტიკოს“ ნახევარმცველმა უცნობი დეტალების შესახებ ისაუბრა.

„ეს იყო ამაზრზენი განცდა, ძალიან ცუდი გრძნობა. სამი წელი წაუგებლად ვთამაშობდით, ძალიან გრძელი წაუგებელი სერია გვქონდა და დაგვავიწყდა როგორი იყო ეს გრძნობა. სერიოზულად ვამბობ.

სასტუმროში დავბრუნდით და ყველა დუმდა. ჭურჭლის ჩხაკუნი გესმოდა, ცუდი შეგრძნება იყო. ლეო თავს ცუდად გრძნობდა, მაგრამ ცდილობდა ეს არ ეჩვენებინა, რადგან იცოდა, რომ მისი იმედი გვქონდა.

მეორე დღეს სკალონიმ დასვენების საღამო მოგვცა, მაგრამ არც მე და არც მესის არ გვინდოდა ჩვენი ოჯახების ნახვა. ჩვენ ოთახში ჩავიკეტეთ და მან მითხრა: „ეს ჩემი ბოლო მსოფლიო ჩემპიონატია, ასე წასვლა არ შემიძლია, ამის უბრალოდ არ მჯერა".

ნახევარი საათის შემდეგ ჩვენ უკვე ვამბობდით: „36 მატჩი არ ვაგებდით, ჩვენ ჩემპიონები გავხდებით",

- თქვა არგენტინელმა ნახევარმცველმა Miga Granados-თან ინტერვიუში.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„აქ ყველაფრის „დასანგრევად“ მოვედი!“ - მიქაუტაძის პირველი ინტერვიუ
„აქ ყველაფრის „დასანგრევად“ მოვედი!“ - მიქაუტაძის პირველი ინტერვიუ