ალექსანდრ ჩეფერინი, ირაკლი კობახიძე
Aa
Aa

უეფას პრეზიდენტი ირაკლი კობახიძეს: ევროზე ყველაზე წარმატებულ დებიუტს გილოცავთ

უეფას პრეზიდენტმა ალექსანდრ ჩეფერინიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს წერილით მიმართა და ევრო 2024-ზე წარმატებული დებიუტი მიულოცა.

„ძვირფასო პრემიერ-მინისტრო, მადლობას გიხდით ევრო 2024-ის ფინალურ ტურნირთან დაკავშირებით თქვენი კეთილი სიტყვებისა და კომპლიმენტებისთვის. ჩვენ ნამდვილად ვიგრძენით, თუ რას ნიშნავს ევროპის გულში ფეხბურთით გაერთიანებული და მიხარია, რომ ეს თქვენთვისაც დაუვიწყარი გამოცდილება იყო.

ჩვენთვის დიდი პატივი იყო თქვენი ქვეყნის სტუმრობა და ტურნირზე მიღებული ემოციების გაზიარება.

ევროპის ჩემპიონატმა გვიჩვენა ეროვნული ნაკრებების მატჩების მნიშვნელობა, რადგან ეს ნამდვილად არის ერთიანობისა და ეროვნული სიამაყის წყარო. ეს ყველაფერი შეუძლებელი იქნებოდა ჩვენი განსაკუთრებული მონაწილეების გარეშე, რომლებმაც შესანიშნავი ნიჭის დემონსტრირება მოახდინეს, ასევე ერთგული გულშემატკივრის გარეშე, რომელთა ენთუზიაზმმაც სტადიონები გაანათა.

და ბოლოს, მინდა მოგილოცოთ თქვენ და თქვენს ეროვნულ ნაკრებს ყველაზე წარმატებული დებიუტი. თქვენ აჩვენეთ მსოფლიოს, რომ ხართ საფეხბურთო ძალა, რომელსაც ანგარიში უნდა გაუწიონ“.

- წერს ჩეფერინი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ანალიზი: კონტე საჩემპიონო გუნდს აწყობს? 3-4-2-1 და კვარა
ანალიზი: კონტე საჩემპიონო გუნდს აწყობს? 3-4-2-1 და კვარა