გიორგი გულიაშვილი, სარაევო
Aa
Aa

ცაციათი შორეულ კუთხეში - გულიაშვილის ბრწყინვალე გოლი აქტობესთან

UEFA-ს კონფერენს ლიგის საპასუხო შეხვედრაში „სარაევო’’ შინ „აქტობესთან’’ ძირითად დროში 1:2 დამარცხდა, პირველი ტაიმი ყაზახურმა გუნდმა 0:1 მოიგო, მეორე ტაიმში გიორგი გულიაშვილმა ბრწყინვალე დარტყმით ანგარიში გაათანაბრა. გიორგი ცაცია არაა, თუმცა მარცხენა ფეხით ეფექტური გოლი შეაგდო, ტექნიკური და ზუსტი დარტყმა შეასრულა.

 

რადგან ბოსნიურმა კლუბმა პირველი მატჩი 0:1 მოიგო, დამატებითი დრო დაინიშნა. დამატებით დროში გუნდებმა თითო-თითო გოლი გაიტანეს და შემდეგ პენალტების სერია „სარაევომ’’ 4:3 მოიგო.

22 წლის გიორგი გულიაშვილმა, რომელმაც გასული სეზონი იჯარით ასევე ბოსნიურ კლუბ „ველეჟში'' გაატარა, „აქტობესთან'' პირველ მატჩში ცვლილებაზე ითამაშა, საპასუხო შეხვედრაში სასტარტოში იყო და 120-ე წუთზე შეცვალეს. ქართველ შემტევს პენალტების სერიაში მონაწილეობა არ მიუღია.

მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გიორგი გულიაშვილის გუნდი სლოვაკურ „ტრანავას’’ დაუპირისპირდება, პირველი მატჩი სარაევოში 25 ივლისს გაიმართება, საპასუხო - პირველ აგვისტოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები