„აქ ყველაფრის „დასანგრევად“ მოვედი!“ - მიქაუტაძის პირველი ინტერვიუ
გიორგი მიქაუტაძემ „ლიონში“ გადასვლის შემდეგ, თავისი პირველი ინტერვიუ ჩაწერა და აქტუალურ კითხვებს უპასუხა.
„აქ ყველაფრის „დასანგრევად“ მოვედი! ოცნება მქონდა, რომ ლიონში მეთამაშა და ეს ოცნება ახლა ასრულდა. უკვე მუშაობის დროა. ლიონში თამაში ყოველთვის მინდოდა, თუმცა ჩვენი გზები გაიყო და ეს კარგიც იყო. ამ ყველაფერმა მენტალურად გაძლიერებასა და ჩამოყალიბებაში დახმარება გამიწია. ამ ყველაფერთან გამკლავებაში მშობლები დამეხმარნენ“.
 
???? L'association @MikautadzeG / @LacazetteAlex ????????
— Olympique Lyonnais (@OL) July 18, 2024
Vous avez hâte ? Lui aussi et il en parle dans sa première interview accordée à @OLPLAY_Officiel ⤵️https://t.co/1qPle7W3N3 pic.twitter.com/Y5DnuYgbK8
 
მონაკო და ლიონი
„ბოლომდე ვიბრძოლე და სახლში დავბრუნდი. ლიონიდან წასვლისას პატარა ბიჭი ვიყავი, ახლა კი კაცად დავბრუნდი. დიდი ხანი ველოდი ნიშანს, რომელიც ლიონიდან ახლა მივიღე და ეს შანსი გამოვიყენე. ბედნიერი ვარ. ჩემს აგენტს ვესაუბრე და ავუხსენი, რომ აქ დაბრუნება მინდოდა, რადგან ჩემი ისტორია ჯერ არ დასრულებულა“.
ლაკაზეტთან ერთად თამაში
„მასთან ერთად თამაში კარგი იქნება, ლაკაზეტს დაველოდები (ლაკაზეტი ოლიმპიადაზე ითამაშებს და სეზონის სტარტი გაუცდება). ჩვენ ვსაუბრობთ ძალიან გამოცდილ და მაღალი დონის ფორვარდზე, რომელიც ლიონის შემდეგ არსენალშიც თამაშობდა. იმედი მაქვს მასთან კარგ დუეტს ჩამოვაყალიბებ“.
ბენზემა და სხვები ლიონში - განსხვავებული სტილის ფორვარდები
„ბენზემას სათამაშო სტილი ყოველთვის მომწონდა. მეც მსგავსად მოქმედება მომწონს. ჩვენ ვართ ფორვარდები, რომლებიც მხოლოდ გოლების გატანაზე არ თამაშობენ, ჩვენ შანსებსაც ვქმნით, ვაკეთებთ საგოლე პასებს, ეს არის ის, რითაც სხვა ფორვარდებისგან განვსხვავდებით. ჩვენ ვცდილობთ სივრცეები გუნდელებსაც შევუქმნათ“.
მთავარი მწვრთნელის შესახებ (პიერ საჟი)
„გუნდში დაბრუნების სურვილი მქონდა, თუმცა საამისოდ მთავარ მწვრთნელთან პირადი გასაუბრება მჭირდებოდა. ამის გარეშე ტრანსფერი არ შედგებოდა. მისი სურვილია, რომ მე და ლაკაზეტმა დუეტში ვითამაშოთ. ახლა მუშაობის დროა“.
გიორგი მიქაუტაძე „ლიონს“ 27 ივლისს შეუერთდება. ჯერჯერობით მისი დებიუტის თარიღი უცნობია.
შეგახსენებთ, რომ „ლიონმა“ ქართველი ფორვარდი 18.5 მილიონ ევროდ შეიძინა. ბონუსების სახით შესაძლოა „მეცმა“ კიდევ დამატებით 4.5 მილიონი მიიღოს. მიქაუტაძემ კლუბთან 4-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.