ლინეკერი: ბაიერნი რისკავს, კომპანისგან ახალ გუარდიოლას ვერ მიიღებენ
ლეგენდარულმა ინგლისელმა ფეხბურთელმა გარი ლინეკერმა „ბაიერნის“ მთავარ მწვრთნელად ვინსენ კომპანის დანიშვნაზე ისაუბრა და ამას სარისკო ნაბიჯი უწოდა.
„კომპანის დანიშვნა აშკარა რისკია, რადგან მას გამოცდილება ნამდვილად არ აქვს. კლუბი ამ გზით პეპ გუარდიოლას ვერ მიიღებს. მას ჯერ არ დაუსრულებია განვითარება, ჯერ ბელგიაში მუშაობდა, შემდეგ კი ბარნლიში.
კომპანის პირველი სეზონი ბარნლიში შესანიშნავი ჰქონდა, ლამაზი ფეხბურთი ითამაშეს. პრემიერ ლიგაში დაწინაურების შემდეგ ეს გაცილებით რთული გახდა, მიუხედავად იმისა, რომ ბარნლიმ ფეხბურთელებში ინვესტიცია ჩადო, თუმცა არც თუ ისე წარმატებით. კომპანი თავის სათამაშო სტილში ცოტათი ჯიუტი იყო. მაგრამ ბაიერნში ყველაფერი ბევრად უფრო ადვილი იქნება, რადგან მათ უკეთესი შემადგენლობა ჰყავთ.
მე მომწონს ვინსენტი, მას აქვს რაღაც, ის ძალიან ჭკვიანია და ნამდვილად კარგი მწვრთნელი იქნება. მისი ქცევა კლუბში პატივისცემას იწვევს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ბაიერნისთვის“,
- განაცხადა ლინეკერმა BBC-ის ეთერში.