ქუთაისის ტორპედო
Aa
Aa

კონფერენს ლიგა: ტორპედომ ტირანას სტუმრად მოუგო და მომდევნო ეტაპზეა

კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი ტური ქუთაისის „ტორპედომ“ მძიმე ბრძოლით, მაგრამ მაინც გადალახა და ალბანური „ტირანა“ გათამაშებას გამოთიშა.

ქუთათურებმა ორი მატჩის ჯამში 2:1 მოიგეს. ქუთაისში ერთი კვირის წინ გამართული შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა, ამჯერად ალბანეთში სტივ კინის გუნდმა 1:0 მოიგო.

მატჩი სასიამოვნო სცენარით დაიწყო და მე-3 წუთზე ბიორნ იონსენის გოლით „ტორპედო“ დაწინაურდა. პირველ ტაიმში ქართულ კლუბს კარში სულ ერთი ზუსტი დარტყმა ჰქონდა და ისიც გოლი.

მასპინძლებმა ამის შემდეგ უპირატესობა მოიპოვეს, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ რეალური მომენტებით დახუნძლული ტაიმი ითამაშეს. პირიქით, მეორეს გატანა „ტორპედოს“ მართებდა, თუმცა იონსენმა ორი ხელსაყრელი მომენტიდან ვერც ერთი გამოიყენა.

ჯამში „ტორპედოს“ მეკარეს კლიაიჩს 8 „სეივი“ ჰქონდა, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ მას მკვდარი ბურთების მოგერიება მოუხდა.

ამრიგად, „ტორპედო“ მომდევნო ეტაპზეა, სადაც მათი მეტოქე კვიპროსის „ომონია“ იქნება. პირველი შეხვედრა 25 ივლისს კვიპროსში გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ის აქ არის და ის იდეალურია“ - მიქაუტაძე ლიონის ფეხბურთელია
„ის აქ არის და ის იდეალურია“ - მიქაუტაძე ლიონის ფეხბურთელია