ილია თოფურია, კონორ მაკგრეგორი
Aa
Aa

„ჩამოდი და ვნახავთ...“ - თოფურიამ მაკგრეგორს უპასუხა

დღეს კონორ მაკგრეგორმა პრესასთან საუბრისას ილია თოფურია და მასთან პოტენციური ბრძოლა ახსენა. ირლანდიელმა თავისი მოსაზრება დააფიქსირა.

„ილია თოფურია ესპანელ-ქართველი ბიჭია. ცუდი მებრძოლი არაა და კრივზე ორიენტირებული სტილი აქვს, რაც დაეხმარება BKFC-ში კარგად გადავიდეს, მაგრამ ჩემთვის მაინც ძალიან პატარაა და მაგრად ვცემ. ფიზიკურად მასზე დიდი ვარ, მაგრამ ვიმეორებ, რომ ცუდი მებრძოლი არაა და UFC-ის ჩემპიონია, რის გამოც, სათანადოდ უნდა დააფასოთ“.

მალევე თოფურიამ მაკრეგორს სოციალური ქსელიდან უპასუხა.

„ვარდისფერო ფეხის ნეკა თითო! კეთილი იყოს შენი მობრძანება ჩემს სახლში. კარგია, რომ შენ ჩვენთვის მუშაობ. ჩამოდი მადრიდში და ვნახავთ ვინ ვის სცემს. სადილისთვის დაგანაწევრებ“.

შეგახსენებთ, რომ ალექსანდრ ვოლკანოვსკის დანოკაუტების შემდეგ, თითქმის გადაწყვეტილია, რომ „ელ მატადორის“ მომდევნო მეტოქე მაქს ჰოლოუეი იქნება. ეს უკანასკნელი BMF-ის (Baddest motherfucker) სიმბოლური საჩემპიონო ქამრის მფლობელია. მაქსმა ბოლო ბრძოლაში ჯასტინ გეიჯი დაანოკაუტა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ანალიზი: კონტე საჩემპიონო გუნდს აწყობს? 3-4-2-1 და კვარა
ანალიზი: კონტე საჩემპიონო გუნდს აწყობს? 3-4-2-1 და კვარა