თბილისის დინამო
Aa
Aa

კაცნაკლული დინამო მორნარმა კონფერენს ლიგიდან გამოაგდო

კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ ტურში თბილისის „დინამო“ მონტენეგროულ „მორნარს“ დაუპირისპირდა, ფრედ 1:1 ითამაშა და ევროტურნირებს დაემშვიდობა.

პირველი მატჩი თბილისელებმა 1:2 დათმეს. „მიხეილ მესხზე“ გამართული შეხვედრის სტარტი ფერდინანდ ფელდჰოფერის გუნდს აქტიური გამოუვიდა და უპირატესობასაც ფლობდა, თუმცა მე-20 წუთზე „დინამოს“ 20 წლის ცენტრალურმა მცველმა ნიკოლოზ უგრეხელიძემ მიუტევებელი შეცდომა დაუშვა და სრულიად უწყინარ სიტუაციაში წითელი ბარათი მიიღო.

კაცნაკლულმა „დინამომ“ 33-ე წუთზე დაწინაურება მაინც შეძლო. დავით სხირტლაძის ეფექტური მოძრაობის შედეგად, ვახტანგ სალიამ თბილისელები დააწინაურა.

მეორე ტაიმში მეტოქემ ბურთის გაკონტროლება დაიწყო და 57-ე წუთზე ზორიჩის დარტყმის შემდეგ, რიკოშეტის შედეგად „მორნარმა“ ანგარიში გაათანაბრა.

შემდეგ დაიწყო დროის გაყვანა და როგორც ასეთ დროს ხდება ხოლმე. „დინამომ“ მომენტების შექმნა შეძლო, თუმცა გოლის გატანა სამწუხაროდ ვერ შეძლეს და მატჩი ფრედ დასრულდა. ორი მატჩის ჯამში მეტოქემ 3:2 მოიგო.

„მორნარისთვის“ ეს ისტორიული პირველი ევროპული მატჩი იყო. აქამდე ევროთასების საკვალიფიკაციო ეტაპზე მონაწილეობა მიღებული არ ჰქონდათ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ის აქ არის და ის იდეალურია“ - მიქაუტაძე ლიონის ფეხბურთელია
„ის აქ არის და ის იდეალურია“ - მიქაუტაძე ლიონის ფეხბურთელია