გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

„ის აქ არის და ის იდეალურია“ - მიქაუტაძე ლიონის ფეხბურთელია

რამდენიმე წუთის წინ „ლიონის“ ოფიციალურმა გვერდმა გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.

„ის აქ არის და ის იდეალურია“. - წერს „ლიონის“ ოფიციალური ტვიტერის გვერდი და ჟორჟის წარდგენის ვიდეოს აქვეყნებს.

რაც შეეხება კონტრაქტის დეტალებს, მიქაუტაძე „ლიონში“ 2028 წლამდე დარჩება. მისი ანაზღაურების შესახებ ჯერჯერობით ცნობილი არ არის. გავრცელებული ინფორმაციით, „მეცი“ ქართველი ფორვარდის სანაცვლოდ 18.5 მილიონ ევროს მიიღებს. ეს კი ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერია. აქამდე ქართველ ფეხბურთელში ამდენი არავის გადაუხდია.

მიქაუტაძე „ლიონის“ აკადემიაში 2008-15 წლებში ირიცხებოდა. მისმა მშობლიურმა კლუბმა „მონაკოს“ თითქმის დახურული ტრანსფერი ცხვირწინ ააცალა და ჟორჟის გადაბირება შეძლო.

შეგახსენებთ, რომ მიქაუტაძემ 2023/24 წლების სეზონი „მეცში“ დაიწყო, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე რამდენიმე საათით ადრე კი „აიაქსში“ გადავიდა. ამსტერდამულ კლუბში მან თავი ვერ გამოიჩინა და „მეცმა“ მისი კონტრაქტი 13 მილიონ ევროდ გამოისყიდა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ანალიზი: კონტე საჩემპიონო გუნდს აწყობს? 3-4-2-1 და კვარა
ანალიზი: კონტე საჩემპიონო გუნდს აწყობს? 3-4-2-1 და კვარა