„თქვენი მეფე გიორგი, სამუდამოდ“ - მიქაუტაძე მეცს დაემშვიდობა
გიორგი მიქაუტაძემ სოციალურ ქსელში „მეცს“ გამოსამშვიდობებელი წერილით მიმართა.
„დადგა დრო, რომ დაგემშვიდობოთ. მეცი სამუდამოდ დარჩება ჩემს გულში. როგორც უკვე გითხარით, შეგიძლიათ იამაყოთ ფრანგული ფეხბურთის ამ დიდებული სახელის მხარდაჭერით.
მე ვერასოდეს გამოვხატავ ჩემს მადლიერებას ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც არის და ვინც ქმნის ამ კლუბს. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ კარლო მოლინარს და ბ-ნ ბერნარ სერინს, ისევე როგორც მთელ საორგანიზაციო ჯგუფს.
ვფიქრობ ყველა მწვრთნელზე, მოხალისეზე, სხვადასხვა პერსონალზე, რომელთა შეხვედრის პატივი მქონდა, მათ არასდროს დავივიწყებ, ვინც ვარჯიშებისას ჩრდილში იდგნენ, ოფისებში და სხვადასხვა სერვისებში მუშაობენ: თქვენ ამ კლუბს ყოველდღე აცოცხლებთ.
ჩემი ფიქრები ახლა ყველა ჩემი თანაგუნდელისკენ არის მიმართული, რომელთა წყალობითაც ბევრი ვისწავლე. და ცხადია, თქვენ ქომაგებო, იმდენი რამ მომეცით. თქვენ ხართ ამ კლუბის სული. ამ ქალაქს თქვენი ენთუზიაზმი სჭირდება, ამ გუნდისთვის. თქვენ ხართ მისი გული, მისი დნმ.
მე ვიქნები შენი პირველი შენი პირველი გულშემატკივარი და დავბრუნდები რაც შეიძლება მალე. მიუხედავად იმისა, რომ მე აქ არ დავიბადე, შენ მიმიღე, როგორც შენი და ამის სამუდამოდ მადლობელი ვიქნები.
თქვენი მეფე გიორგი, სამუდამოდ“.
აქვე გეტყვით, რომ მიქაუტაძის „ლიონში“ ტრანსფერი ცოტა ხნის წინ გაოფიციალურად. ჟორჟმა ახალ კლუბთან კონტრაქტი 2028 წლამდე გააფორმა.
*perfection* ???? pic.twitter.com/n0KbGVgDtV
— Olympique Lyonnais ???????????????? (@OL_English) July 18, 2024