კოპა ამერიკა, ლიონელ მესი, ვიქტორია ვილარუელი
Aa
Aa

არგენტინის ვიცე-პრეზიდენტი: ფრანგი კოლონიზატორები ვერაფერს მიგვითითებენ

არგენტინის ვიცე-პრეზიდენტი ვიქტორია ვილარუელი ეროვნული ნაკრების რასისტული სიმღერის გამო სკანდალს გამოეხმაურა.

„არგენტინა სუვერენული და თავისუფალი ქვეყანაა. ჩვენ არასდროს გვყოლია კოლონიები და მეორეხარისხოვანი მოქალაქეები. ჩვენი ცხოვრების წესი არავისთვის მოგვიხვევია თავზე. მაგრამ ჩვენ არ ვაპირებთ ამის მოთმინებას, როცა ამას ჩვენთან აკეთებენ.

არგენტინა შეიქმნა ინდიელების, ევროპელების, კრეოლებისა და შავკანიანების ოფლითა და გამბედაობით.

არც ერთი კოლონიური ქვეყანა ვერ დაგვაშინებს იმისთვის, რომ ვიყვიროთ ან ვილაპარაკოთ სიმართლე, რომლის აღიარებაც არ უნდათ. შეწყვიტეთ მოჩვენებითი აღშფოთება თვალთმაქცებო.

ენცო, მხარს გიჭერ. მესი, მადლობა ყველაფრისთვის! არგენტინელებს თავი ყოველთვის მაღლა აქვთ! გაუმარჯოს არგენტინას!“

- თქვა ვიქტორია ვილარუელმა.

არგენტინელი ფეხბურთელები ზეიმის დროს ამ ტექსტს სკანდირებდნენ:

„ისინი თამაშობენ საფრანგეთში, მაგრამ ყველანი ანგოლადან არიან. კარგად დარბიან. მათ უყვართ ტრანსებთან სექსი (მინიშნება მბაპეზე, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, ტრანსს ხვდებოდა). მათი დედები ნიგერიელები არიან, მამები კამერუნელები, მაგრამ პასპორტში წერია „ფრანგი“.“

ბოლოს გეტყვით, რომ არგენტინის პრეზიდენტმა ხავიერ მილეიმ სპორტის მინისტრის მოადგილე თანამდებობიდან მოხსნა, რადგან ის მესის ამ სკანდალური ფაქტის გამო ბოდიშის მოხდა ურჩევდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ანალიზი: კონტე საჩემპიონო გუნდს აწყობს? 3-4-2-1 და კვარა
ანალიზი: კონტე საჩემპიონო გუნდს აწყობს? 3-4-2-1 და კვარა