კოპა ამერიკა, ლიონელ მესი, ხავიერ მილეი
Aa
Aa

„მესის ვერაფერს მიუთითებენ“ - მილეიმ მინისტრის მოადგილე დაითხოვა

კოპა ამერიკის მოგების შემდგომ ზეიმზე არგენტინელი ფეხბურთელების მიერ შესრულებული სიმღერა, რომლითაც მათ ფრანგებს შეურაცხყოფა მიაყენეს, ამ დრომდე განხილვის თემად რჩება.

„ისინი თამაშობენ საფრანგეთში, მაგრამ ყველანი ანგოლადან არიან. კარგად დარბიან. მათ უყვართ ტრანსებთან სექსი (მინიშნება მბაპეზე, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, ტრანსს ხვდებოდა). მათი დედები ნიგერიელები არიან, მამები კამერუნელები, მაგრამ პასპორტში წერია „ფრანგი“.“

- სკანდირებდნენ არგენტინელები.

ამ ამბავს დიდი გამოხმაურება მოჰყვა არგენტინაშიც. დღეს ცნობილი გახდა, რომ არგენტინის პრეზიდენტმა ხავიერ მილეიმ ქვეყნის სპორტის მინისტრის მოადგილე ხულიო გარო გაათავისუფლა. მიზეზი ლეო მესია.

სპორტის მინისტრის მოადგილემ ხულიო გარომ ეროვნული ნაკრების კაპიტანს ლიონელ მესის მოუწოდა მომხდარის გამო ბოდიში მოეხადა.

„არც ერთ დაწესებულებასა და მმართველობას არ აქვს უფლება მიუთითოს არგენტინის ნაკრებს, მსოფლიოს ჩემპიონს და კოპა ამერიკის ორგზის მფლობელს, ან ნებისმიერ სხვა მოქალაქეს არ შეუძლია მიუთითოს, თუ რა უნდა თქვას, რა იფიქროს და რა გააკეთოს.

ამ მიზეზით, ხულიო გარო აღარ არის არგენტინის სპორტის მინისტრის მოადგილე“,

- ნათქვამია არგენტინის პრეზიდენტის ოფისის განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ანალიზი: კონტე საჩემპიონო გუნდს აწყობს? 3-4-2-1 და კვარა
ანალიზი: კონტე საჩემპიონო გუნდს აწყობს? 3-4-2-1 და კვარა