ილია თოფურია, კონორ მაკგრეგორი
Aa
Aa

„ცუდი მებრძოლი არაა, მაგრამ ჩემთვის ძალიან პატარაა“ | კონორმა ილიაზე ისაუბრა

UFC-ის ლეგენდარული მებრძოლი, კონორ მაკგრეგორი BKFC-ის (Bare Knuckle Fighting Championship, ორგანიზაცია, რომელშიც შიშველი მუშტებით ჩხუბობენ) თანამფლობელი გახდა. კონორმა პრესკონფერენცია გამართა და ჰკითხეს, BKFC-ში ილია თოფურიას მის წინააღმდეგ რა შანსები აქვს.

„ილია თოფურია ესპანელ-ქართველი ბიჭია. ცუდი მებრძოლი არაა და კრივზე ორიენტირებული სტილი აქვს, რაც დაეხმარება BKFC-ში კარგად გადავიდეს, მაგრამ ჩემთვის მაინც ძალიან პატარაა და მაგრად ვცემ. ფიზიკურად მასზე დიდი ვარ, მაგრამ ვიმეორებ, რომ ცუდი მებრძოლი არაა და UFC-ის ჩემპიონია, რის გამოც, სათანადოდ უნდა დააფასოთ“.

შეგახსენებთ, რომ ილიას რამდენჯერმე აღუნიშნავს, რომ მაკგრეგორს მასთან შანსი არ აქვს. „ელ მატადორის“ თქმით, მაკგრეგორის დრო წასულია და საკუთარ თავს აღარ ენდობა. თოფურიას სჯერა, რომ ირლანდიელი მებრძოლი ყველაფერს აკეთებს, რათა ოქტაგონზე არ გავიდეს.

ცნობისთვის, პრაქტიკულად გადაწყვეტილია, რომ „ელ მატადორის“ მომდევნო მეტოქე მაქს ჰოლოუეი იქნება. ეს უკანასკნელი BMF-ის (Baddest motherfucker) სიმბოლური საჩემპიონო ქამრის მფლობელია და ბოლო ბრძოლაში ჯასტინ გეიჯი დაანოკაუტა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული მეკარე | Transfermarkt-ზე მამარდას ფასი გაიზარდა
მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული მეკარე | Transfermarkt-ზე მამარდას ფასი გაიზარდა